მე თუ დამიჯერებთ,გეტყვით რომ სწორედ დიდ ბრიტანეთშია ერთ-ერთი ყველაზე გაუმართავი სამედიცინო დაზღვევის სისტემა, მოცდის ფურცელი და ვადები უზარმაზარი,კიდევ ძალიან ბევრი მიზეზია რის გამოც იძულებული "ხდება" სახელმწიფო მხოლოდ ორჯერ დაუფინანსოს ორსულს ექოსკოპია. ისე კი,არც მანდაა შეზღუდული, ვინც მეტად ყურადღებიანია,იმას შეიძლება მეტჯერაც მოუნდეს ექოსკოპიაზე მისვლა და ამაში ცუდი არაფერია, ფულის და ანაზღაურების თემაა მხოლოდ და მხოლოდ

ასე რომ, ის რომ საქართველოში გოიმები ვართ და იქ ჭკვიანები, მასე არაა

შეიძლება თქვენ არ გაგიგიათ მაგრამ ვიაიპ ექიმები არის ბრიტანეთშიც, შტატებშიც და თითქმის ყველა განვითარებულ სახელმწიფოში. ამაში უცნაური არაფერია, ტარიფებიც განსხვავებულია. ანტენატალური მეთვალყურეობა საქართველოში ნელ-ნელა უმჯობესდება (ვინადან ჯანმო-ს მიხედვით მათერნალ მორთალითი ე.წ. დედის მოკვდაობა (ზუსტად არ ვიცი ქართულად რომელი ტერმინი შეესაბამება) იყო ძალიან მაღალი, ნელ-ნელა უმჯობესდება და სწორ გზაზე ვდგავართ, ის 8 ვიზიტის საკითხიც (რომელიც ადრე 4 იყო) სწორედ ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე გაიზარდა.
ვისაც აქვს ფინანსურად შესაძლებლობა დიახ, იაროს ექოსკოპიაზე, ამით არაფერს აშავებს.
რაც შეეხება ფრაზას, "ორსულობა ავადმყოფობა არ არის" დიახ, არ არის, ფიზიოლოგიური მდგომარეობაა თუმცა არც ისე ჩვეულებრივი მდგომარეობაა, დიახ, ეს არაჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა ქალისა, რომელსაც განსხვავებით არაორსულისგან, ორმაგი ყურადღება,ზრუნვა,მიხედვა და კონტროლი სჭირდება.
ახლა გეტყვით რატომ ჰგონია ზოგს რაღაც-რაღაცეები ზედმეტი. არსებობს ნორმალურად/ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა და არსებობს პათოლოგიური. თუ გაგვიმართლა და ფიზიოლოგიურად მიდის ყველაფერი უპრობლემოდ მაშინ არაგვიშავს თუ მივყვებით მხოლოდ სახელმწიფოს/დაზღვევის გაიდლაინებს მაგრამ რა ხდება როცა ყველაფერი უპრობლემოდ არ მიდის? ასეთ დროს გვჭირდება ბევრი ფული, დიდი მონდომება და ყურადღება და მრავალჯერადი ვიზიტები ვიაიპებთან, დიახ, ძვირადღირებულ სერვისებზე ვიწყებთ ფიქრს,იმიტომ რომ ჩვენი და ჩვენი შვილის ჯანმრთელობაზე ძვირადღირებული არაფერი არ არის.
ასე რომ შეარჩიეთ სანდო ექიმი, დაუჯერეთ მის რჩევებს, პარალელურად (სურვილის შემთხვევაში) გაეცანით ჯანმო-ს შემოთავაზებულ გაიდლაინებს და პროტოკოლებს როგორც ფიზიოლოგიურ ასევე არაფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში და თუ ოდნავ რამე საეჭვოა, არასდროს არასდროს არ დაინანოთ ფული,ვინაიდან, რამე ცუდი რომ მოხდეს, თქვენ თავს არასდროს აპატიებთ მერე. მეც ხშირად მეკითხებიან სამედიცინო დაწესებულებაზე და ექიმზე რჩევას და უნდა გითხრათ რომ ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში ეგ კითხვა არ მიყვარს

ძალიან რთულია ვინმეს ურჩიო ექიმი,ყოველთვის ჯობს პაციენტი იმასთან მივიდეს,ვისთანაც გული "მიუწევს", ვინაიდან ზოგჯერ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
This post has been edited by narkozeli on 28 Feb 2019, 17:18