გოგოებო მე დათვალიერებული მაქვს საიტებზე სამშობიაროს პალატები და სამშობიარო ბლოკები
შეგიძლია ცალკე ინდივიდუალურ ბლოკში მოითხოვო მშობიარობა,ნუ რა თქმა უნდა ამას სხვა ფასი აქვს.
ყველაზე დიდი არჩევანი ოთახების ჩაჩავას აქვს,შეიძლება სხვასაც აქვს არ ვიცი მაგრამ საიტზე არ უდევთ
თუ მაღალფასიან პაკეტს აიღებ,ინდივიდუალურ ბლოკშიც გამშობიარებენ და ლუქსშიც მოგათავსებენ.
მე პირადად ცალკე თუ სხვასთან ერთად მშობიარობაზე არ მიფიქრია,მაგრამ პალატაში მარტო ნამდვილად არ მინდა,არადა კი მომწონს ლუქს ოთახები მაგრამ არ ჯობია ვინმე ნორმალურთან მოხვდე დაელაპარაკები გაერთობი,რავი მე ეგეთ დროს სხვასთან კომუნიკაცია მირჩევნია ვიდრე ცალკე ლუქსში ყოფნა
2კაციანში ვფიქრობ ნორმალური იქნება