გოგოებო გამარჯობა <3 აქამდე ვერ შემოვაღწიე...
გავაჩინე 12 - ში ჩემი გოგო ... ცხოვრებაში რაც კი კარგი გამიკეთებია ან მინდოდა რომ გამეკეთებინა ალბათ ყველაფერი ერთად შეგროვდა და ესეთი საჩუქარი დავიმსახურე ამ ცხოვრებისგან... მინდა რომ ვთქვა რა ბედნიერება მჭირს და ვერ ვამბობ... უბრალოდ არ ვიცი არც იმდენი სიტყვა, არც გრძნობა რომ ზუსტად გადმოვცე რა არის დედობა ... მინდა რომ ყველას ...ყველას ვინც გაცნობიერებულად ეოდება და ოცნებობს მიეცეს ესეთი ბედნიერება ცხოვრებაში ... თქვენ კიდევ ბევრი წარმატება და ძალა რომ ამ დღეს შეხვდეთ დიდი სიხარულით ...
ეხლა გადავალ პრაქტიკულ საკითხებზე

- გავაჩინე გაგუას კლინიკაში, აყვანილი მყავდა თვითონ გაგუა. ვისაც გახსოვთ ბევრი ვარჩIე სამშობიარო და ბოლოს შევჯერდი რომ ჩემი აზრით ,,საუკეთესო"-დ ეს კლინიკა მომეჩვენა... ალბათ ცოტა არჩევანი გამიკეთებია ესეთი სწორი, კლინიკით ვარ ძალიან კმაყოფილი... ძალიან ძალიან... ვერ ვიტყვი რომ თავი კლინიკაში ვიგრძენი. აღებული მქონდა "აპარტამენტი" და ნამდვილად საოცარი ინფრასტრუქტურა იყო თავის ყველაფრით თუმცა აუცილებლად სათქმელია რომ ყველა ტიპის პალატა ერთი და იმავე სტანდარტისაა უბრალოდ განსხვავებაა ოთახის სიდიდესა და საწოლების რაოდენობაში, ყველაფერი არის იდენტური უბრალოდ შენი პირადი კომფორტის ამბავია თორემ ოთხიან პალატებშიც აბსოლუტურად იგივე ხდებოდა რაც სხვაგან.
- კლინიკის პერსონალი: ძალიან კარგი, თავაზიანი, არავინ გესაუბრება შენობით და "ქართული სერვისი" არ არის ნამდვილად. მილიონჯერ შემოდიოდა დღEში ათასი პროფილის ექიმი და ცდილობდა დახმარებას თუ რამეში მჭირდებოდა. სამშობიარო ბლოკი იყო ასევე უმაგრესი თავისი პერსონალით. ესეთ წუთებში თბილი მოპყრობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეგონა რომ ყველა განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდა არადა ჩემნნაირი იწვა იქ უამრავი

- გაგუა : ალბათ რამდენსაც გავაჩენ სხვაგან ვერ წავალ ამის მერე... უუუთბილესი იყო. ექიმი რომ გეუბნება ,,მამი შენთან ვარო" გგონია რომ ვსოოო ყველაფერი კარგად იქნება, მე ესე მეგონა და ამან ფსიქოლოგიურად ძალიან გამაძლიერა, მითუმეტეს რომ არ მქონია ადვილი მშობიარობა , გაგუა იყო იქ ჩემთვის ძალიან დიდი სანდოობა და ამისთვის უზომოდ მადლერი ვარ მისი. ძალიან დიდი ხანი ვაჩენდი და ძალიან რთული იყო მაგრამ საბოლოოდ ძალიან ,,ვუჯერებდი" და ეს დიდ ხნიანი ამბავი დავასრულე იმით რომ არც ერთი ნაკერი არ მაქვს და რეაბილიტაცია ადვილია ნამვილად.
- მიუხედავად იმისა რომ აყვანილი არ მყავდა ასევე თავზე მედგა სულ პაატა მახარაშვილი რომელიც არის უკარგეესი, ირაკლი ვერულაშვილი და მარიამ კერესელიძე (გაგუას მისაღებში ვინც არის ის გოგოა ) , ანესთეზიოლოგი კორკოტა რომელიც არის უბრალოდ ძალიან კარგი ექიმი ! ძალიან ! და სხვა დანარჩენებიც რომლების სახელები სამწუხაროდ არ ვიცი

მოკლედ ... უზომოდ კმაყოფილი ვარ ...
გოგოებო მოკლედ წარმატებები თქვენ და ჩემი რჩევაა რომ მშOბიარობას დაესწროს მეუღლე ან ვინმე ძალიან ახლობელი რომ არ იყოთ მარტო, უშუალოდ გაჩენის პროცესში თუ გინდათ გამოუშვით ბლოკიდან მაგრამ იქამდე ნამდვილად კარგია რომ იქ გყავდეთ ძალიან ახლო გულშემატკივარი. (მე ასე ვქენი და ძალიან დამეხმარა). ასევე არ მოუსმინოთ სხვებს , არ დამთავრდება ეს ჯობია... ის ჯობია... ჩემი რჩევაა შემოიარეთ სამშობიაროები, დაათვალიერეთ, და სადაც თვენ ყველაზე მეტად "მიგივათ გული" იქ წადით. საშუალების გათვალისწინებით რათქმაუნდა მაგრამ უკვე ყველგან არის მეტ-ნაკლებად კომფორტი მთავარია თქვენ იგრძნოთ თავი კარგად. მშOბიარობა არის ძალიან სტრესული ,,გამოცდა" რომელსაც აბარებთ მხოლოდ თქვენ ამიტომ იფიქრეთ რა გჭირდებათ თქვენ და ახლობლებს ,,გადაუვლით" თუ რამეა
მოკლედ მადლობა ფორუმს, ამ ჯგუფს და თქვენ ყველას ყველას რჩევებისთვის და გვერდში დგომისთვის. გისურვებთ სიხარულს და დედობის ბედნიერ წუთებს <3