მოგესალმებით გოგოებო.პირველ რიგში ყველას მშვიდ და უპრობლემო ორსულობას გისურვებთ.
-დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ თემას,ვკითხულობ თქვენს მიმოწერას,ერთმანეთისადმი გვერდშიდგომას.და ჩემზე ეს ძალიან დადებითად მოქმედებს.წინა 100გვერდი გადაკითხული მაქვს ბოლომდე და ძალიან ემოციურად აღვიქვამდი,ბევრის პოსტზე ცრემლებიც ვერ შევიკავე.ზოგადად არ ვარ ემოციური,მაგრამ ორსულობამ სულ გარმდამქმნა.
-ალბათ ფიქრობთ აქამდე როგორ არაფერი დავფოსტე,არადა ამ თემის გარშემო რამდენიც არ უნდა ვიცოდე კითხვები სულ მაქვს,თავიდან სამსახურში ვერ ვახერხებდი წერას,ხან დარეგისტრირება დამეზარა და მთავარი მიზეზი რაც არის დეპრესიაა,რომელიც ყველაფერში ხელს მიშლის.
-დღეს შემისრულდა 10კვირა,მაგრამ ჩემთვის ეს დრო საუკუნეს უტოლდება ისე ვნერვიულობ ყოველ დღე,გასულ წელს 2ჯერ მომეშალა და მის მერე დამრჩა შიშები, არ დაიჯერებთ და უკვე 11ეხო მაქვს გადაღებული.აქამდე თუ ერთი კვირა მამშვიდებდა,ეხლა მეორე მესამე დღეს ისევ ეხოზე გავრბივარ უკვე ექიმის მერიდება

( ბოლოს შაბათს ვიყავი და ხვალ ვაპირებ წასვლას.სულ ცუდი აზრები მიტრიალებს თავში და ერთადერთი დამაწყნარებელი გზა ჩემთვის ეხოა.
-როგორც ვიცი პირველი ტრიმესტრი ხასიათდება პრობლემებით და ერთი სული მაქვს როდის გადავაგორებ.
-ნეტა მარტო მე ვარ ასე თუ არიან ჩემნაირი ემოციური ორსულებიც

(