შვილი
შენი სიცოცხლე მე რომ მომანდო ღმერთმა,
იცოდა როგორ მინდოდი...
მანამ მიყვარდი მთელი არსებით,
სანამ ამ ქვეყნად შენ მოხვიდოდი...
და რაც ვიგრძენი მყავდი სხეულში,
მას შემდეგ წამიც არ მაქვს უშენო.
ჩემო პატარა თვალებხატულა,
შენზე ტკბილს ღამე ვის გავუთენო?...
ტკივილით გაჩნდი, ზღვა სიხარულით,
ჩემი გრძნობების თეთრო ყვავილო...
როცა მე აღარ ვიქნები ქვეყნად,
ჩემი სახელით რომ იყვავილო...
ისე მიყვარდა შენი თვალები,
ფერიც არ მქონდა ჯერაც ნანახი,
რამდენჯერ ფიქრით წარმოგიდგინე,
გულში გიკრავდი, ხელში ამყავდი.
და მე ვიყავი ამაყი შენით,
რაღაც გულჩვილი და სულცრემლება,
შენთვის ვიცოცხლებ, ყველაფერს დავთმობ,
სანამ სხეულში სული მედგება!
შენ მომიტანე ბედნიერება,
შენ მომირჩინე ყველა ჭრილობა,
შენით მიეცა ცხოვრებას აზრი,
განმაცდევინე დედა-შვილობა.
მადლობა ღმერთო, რომ დამანახე,
ამ ცხოვრებაში ჩემი მისია.
გულს ვაცლი სხეულს და ვაძლევ ჩემს შვილს,
რაც მე მეკუთვნის უკვე მისია.
ია ნანეიშვილი
რა ტკბილი ლექსია