გოგოებო, რადგან ბევრს გვაწუხებს შებერილობა, ვეცადე რამე საინტერესო ინფორმაცია მომეძიებინა:
– რა იწვევს ორსულობისას მეტეორიზმს?
– ორსულები არაორსულებზე ხშირად უჩივიან მუცლის შებერილობასა და შეკრულობას. მიზეზები იგივეა, თუმცა მოქმედებს დამატებითი ფაქტორებიც. მაგალითად, ჰორმონული ცვლილებები, კერძოდ, პროგესტერონის დონის მომატება, გავლენას ახდენს წვრილი და მსხვილი ნაწლავების მოტორიკაზე და ანელებს შიგთავსის გადაადგილებას. შეკრულობისა და შებერილობის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე ფსიქოემოციური სტრესი, გადიდებული საშვილოსნოს ზემოქმედება მუცლის ღრუში სისხლის მიმოქცევაზე, ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, რკინის პრეპარატები, რომელთა მიღება ხშირად უხდებათ ორსულებს.
– რას გულისხმობს სწორი კვება მეტეორიზმის დროს?
– ინტენსიური აირწარმოქმნისა და მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად უნდა ვერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, როგორიცაა: რძე და რძის პროდუქტები (ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში), პარკოსნები (ლობიო), კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი, კარტოფილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), ხილი, ხელოვნური დამატკბობლები, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (მათ შორის – გაზიანი მინერალური წყალიც), საღეჭი რეზინი. მიირთვით ნელა, ჭამის დროს ნუ ილაპარაკებთ, ნუ მოსწევთ, ნუ შეჭამთ წამოწოლილი. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კვების სწორ რეჟიმს.
– შეიძლება თუ არა ფერმენტული პრეპარატების თვითნებური გამოყენება?
– მუცლის შებერილობისა და სხვა დისპეფსიური ხასიათის ჩივილების დროს ბევრი თვითნებურად იღებს ფერმენტულ პრეპარატებს. მართალია, გვერდითი ეფექტები ამ წამლებს თითქმის არ ახასიათებს, მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე მათი გამოყენება მაინც არ არის მიზანშეწონილი.
tinatinnyქალწულურები შენც გაწუხებს ალბათ

კარგია შენი შვილი კარგად გაგიგებს :დ
* * *
Salomea2018გილოცავ კარგ ეხოს, რა ბედნიერი ხარ...