Tessრატო არ გამოადგა? უხარისხოა? მე ხარისხზე ვნერვიულობ ყველაზე მეტად. ჯერ ეს ერთი არ გამიჩენია მარა მინდა კიდევ მყავდეს შვილები

და ხუთასჯერ ხომ არ ვიყიდი ამ ეტლს, ბარემ ერთს და კარგს ვიყიდითქო ვფიქრობ, ფასზეც მზად ვარ 3000 გადავიხადო. კარგი იყოს ოღონდ. ბუგაბუ 3-ში არც ჩაეტევა მგონი.
ისე ამ მიმას ზამთრის შესაფუთები და რაღაც აღჭურვილობები მოყვება და კაი 5000მდე ადის მგონი. თუ უხარისხოა,ნაღდად არ მიღირს ამხელა ფასი გადავიხადო და მერე რამდენიმე თვეში გადასაგდები გამიხდეს.
სტოკეზე ის სასეირნო პოზიცია მეც მეპატარავება მარა მგონი მიმაც მასეთი მოკლეა. რატო აკეთებენ ნეტა ასეთ მოკლეებს
ანექსი მეც მარტო ფოტოებში მინახავს და მომწონს <3 მარა სანამ რეალში არ ვნახავ,ისე ვერ ვიყიდი მაინც. ბუგაბუ მინახავს და კარგია.
Tuaაჰა, მერე შენი კალიასკითაც აკატავებ ბავშვს)) მეც მაქვს ჩემი მარა ტყავი ცოტა გადაქლეთილია და ეზოს იქით ვერ გავიყვან მაგით, სოფელში მაქვს გაგზავნილი

სხვა დატვირთვა აქვს მაგ ეტლებს, დედიკოც იქ რომ იჯდა და მერე შენი შვილიც მმმ
Nankusiმადლობაა
ზოგადად ეხოს მერე კი არ დავდივარ, დავფრინავ ჩვეულებრივად)) ხო მავიწყდება რომ ორსულად ვარ და გიჟივით დავქრივარ))) მერე შემოვუძახებ ხოლმე თავს. სიხარულისგან შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი
კიდევ რა დავაფიქსირე? ახლა სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი,საჭესთან ვზივარ და დებილივით მაქვს პირი ბოლომდე შეხსნილი და ვიღიმი სულელივით, რაზე არ ვიცი, უბრალოდ ყურებამდე გაღიმებული ვარ

ვინმემ რომ დამინახოს მაგ დროს, გააფრინაო იტყვის)) რა იცის რა ბაგა ბუგი მაქვს გულში