როგორ ხართ გოგოებო?
დღეს სრულიად შემთხვევით გავიარე კონსულტაცია მედეას დირექტორთან

დაუგეგმავი იყო და ამიტომ, არანაირი ანალიზები თან არ მქონია..
სიტყვიერად ვითხარი ჩემი მდგომარეობა
პოლიკისტოზი ვახსენე თუ არა პირველივე ის მითხრა რომ, ოპერაცია გამორიცხეო
ძაან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ყველა ვინც კი დამინახავს
ოპერაციას მირჩევს.
მითხრა რომ ოპერაცია იმდენად ამცირებს კვერცხუჯრედების რაოდენობას რომ შანსი აღარ დაგრჩებაო
ნუ იმ შემთხვევაში თუ არ დავვორსულდი 6-9თვის მანძილზე.
ისევ მედიკამენტოზურად ჯობია, წამლების მონაცვლეობით მკურნალობაო
თუ არა და ინვიტრო საუკეთესო გამოსავალიაო.
ყოფილა ერთი კლინიკა, არა საქართველოში, სადაც თურმე სტიმულაციის გარეშე ამოჰყავთ კვერცხუჯრედები
და ზრდიან ხელოვნურად, სრულყოფილ კვერცხუჯრედამდე, მერე კი ანაყოფიერებენ და გადააქვთ საშვილოსნოში
კი მითხრა რა ქვია და ამ წუთას არ მახსოვს.
მოკლეთ, რაღაც კარგი განწყობა დამეუფლა ამ საუბრის შემდეგ.