anibani18გადაცდენამდე ჩანსხოლმე (მიმაგრებაზეა დამოკიდებული, თუ გვიან მიემაგრა შეილება არ გამოჩნდეს)
მაგრამ უფრო უტყუარია გადაცდენის მერე რომ გიჩვენებსო
ბაკომეც სულ ჩაციკლული ვიყავი და ძაან დეპრესიული, ხო და მოვერიე ერთიანად თავს,
ქმართან გახსნილი საუბრები შველის ყველაფერს, რათქმაუნდა ისიც განიცდის და მასაც არანაკლებ უნდა საყვარელი ქალისგან შვილი,
მაგრამ რადგან პრობლემა ჩვენშია ჩვენ უფრო მეტად დასტრესილები ვართ..
თუმცა ეს არ არის ერთის პრობლემა, ეს წყვილის პრობლემაა..
ისაუბრეთხოლმე და უფრო დაახლოვდებით და უფრო ადვილად გადალახავთ ორივენი :*
სამარესავით ვდუმდიხოლმე და შევწირე მთელი ნერვები ამ დუმილს,
ახლა განვიხილავ ყოველ წარმატებას და წარუმატებლობას, და ვიცი როცა გული გამისკდება კიდევ ერთი უოვულაციო ციკლის გაგებაზე, გამოვალ და ის მეტყვის ,,არაუშავს, წამო გემრიელი რა გიყიდო? )))''
ეს სიტყვები იმის ძალას მაძლევს რომ მოვერიო ამ პრობლემას და ნაკუწ-ნაკუწ ქცეული, ისევ უკან ვეწყობი და ვძლიერდები
Fiona2018ფიო როგორ გამიხარდა <3
კაი ზომებია ძაან და აბა შენ იცი ეხლა :*
* * *
მოკლედ დავწერ დღევანდელ ამბებს

ვიყავი მაკა გეგეჭკორთან კონსულტაციაზე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, დროულად მიმიღო, დამითმო იმდენი დრო რამდენიც მე მჭირდებოდა..
მომისმინა გულდასმით, გამომკითხა ყველაფერი და სათითაოდ ჩახედა ყველა მიტანილ ანალიზის პასუხს.
მოკლედ რომ ავღნიშნო - კმაყოფილი ვარ დღევანდელი ვიზიტით.
რაც შეეხება მის მოსაზრებას, როგორც ყველა აღნიშნავს - მოითხოვა წონის კლება (ამას სხვაც მოითხოვდა და თან მართლაც მომატებული ვარ)
წონის კლება იმიტომ რომ ჰორმონალური ფონი დაბალანსდესო.
წამლებში კორექტირება შეიტანა - ბრომოკრიპტინი შემიცვალა დოსტინექსით და როცა გაიგო რომ ანალიზები ჭამის მერე მქონდა ჩაბარებული მითხრა რომ დექსამეტაზონი შეწყვიტეო, რის გამოც გაქვს დანიშნული ეგ ანალიზი ნაჭამზე რომ ჩააბარე იმიტომ გიჩვენა მაღალიო.
საბოლოოდ დამიბარა ციკლის მეოთხე მეხუთე დღეს რომ ენდომეტრიუმს და საკვერცხეებს მინდა მე თვითონ დავხედოო
ამასობაში დამიწერა დიეტა და შედეგი თუ გინდა დაიკელიო და გამომიშვა.
პ.ს. დანიშნულებას თუ შეცვლა დაჭირდა მერე მოგცემ ჩემი თვალით რო ვნახავ რა ხდებაო.
კლოსტილბეგიტი ცოტა დაიწუნა, ენდომეტრიუმს ათხელებსო და შენს შემტხვევაში სხვა რამე ჯობია თუ საჭირო გახდაო.
აი ასე