ninooninAnabeli111ლილუ_ჩემი მეუღლის ბიზნესპარტნიორია ერთი ჭკვიანი ეხოსკოპისტი, გუშინ მართლა რაღაც საქმისთვის მივდიოდით და სამსახურში დღის ბოლოს გვიან რომ შევუარეთ და ახალი ამბავიც ვახარეთ აბა მოდი ბარემ ვნახოთო და ასე გამოვიდა)) თან მეუბნებოდა ჯერ პატარა ხარ და შეიძლება ვერც კისრის ნაოჭი ვნახო და ცხვირის ძვალიც ჯერ არ ექნება და არ შეგეშინდესო მარა რომ დავწექი ვაიმე ეს რამხელააო)) უსწრებს ყველაფრით თავის ვადებს, თან ძალიან გრძელი ბავშვიაო და ყველაფერი აქვს უკვე, პაწუკა ცხვირიც კი აზის მოკუფსული❤️ თითები ფეხებზეც და ხელებზეც აქვს ყველა და ნაზად თამაშობდა ამ თათუკებით❤️ სავარაუდოდ გოგოაო თან ცელქი და მოუსვენარი დედასავით

❤️
3D ჩაგვირთო და ისე ნათლად დავინახე ნაკვთებიც ასე მგონია ვიცი უკვე როგორია
აი ყველაფერი ღირს ამ ბედნიერებისთვის, ბრძოლა ბოლომდე, იქამდე სანამ არ მოიყვან ამ წუთებს. აი ყველაფერს გავამართლებ რაც კი ორსულობის დადგომას უკავშირდება. ამაზე მეტი სასწაული არ ვიცი, რა სასწაულებს ვეძებთ, ცოტა ხანში ყველას მუცელში გეყოლებათ ეს აუხსნელი და ენით აუღწერელი ბედნიერება. ძალიან გაგვიმართლა რომ ქალებად დავიბადეთ და ეს ბედნიერება გვაქვს წინ❤️ კი ძაან რთულად მოდის გოგოებო წეროების თემაში მპოსტავთათვის მარა მერე იმდენად გააზრებული ხვდები ყველაფერს რომ ასე მგონია სხვებზე მეტად შეგვიძლია ყველა წამის და ყველა ბედნიერების გააზრება და ამითი ტკბობა)❤️