ჩვენც გავჩნდიით. ^_^
გმადლობთ, გოგოებო.
მერე მოგთაგავთ და ამბავსაც მოგიყვებით და ა.შ. ახლა ვერა რა.
მანამდე 1-2 სიტყვა.
ბიწუნა კარგადაა. 10 წუთში გამოძვრა და ერთადერთი იყო, ვინც ეს ბუნებრივი გზით გააკეთა და არა საკეისროთი. :ამაყ:
მე ჩახევები და ვარესები დამემართა. რამდენიმე ნაკერი დამადეს და მთლად კარგად ვერ ვარ. ცოტა გავლაც ვერ შევძელი წეღან. გულიც კი წამივიდა.

(ჯერ) არავის უთქვამს, მაგრამ ვშიშობ, რომ შესაძლოა, სტანდარტულ დროზე მეტხანს დამტოვონ.
ახლაღა მომიყვანეს. გვერდზე მიწევს მძინარე და ველი, როდის გაიღვიძებს, რათა ბუნებრივად გამოკვება ვცადო.
2 რამ ჩემგან თქვენ:
1) არაპრობლემატური ფიზიოლოგიური მშობიარობა არც ისეთი საშინელება ყოფილა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა და თქვენ წარმოგიდგენიათ;
მთავარია :
2)
ააააუუუცილებლად გაიკეთოთ გაუტკივარება !!! ამის გარეშე დაიტანჯებით. - აი, 150 ლარი კი არა, სულ რომ 1000 ლარი გახადონ, საშუალება თუ გექნებათ, მაინც არ უნდა დაინანოთ ამხელა თანხის გადახდა.
ჯოჯოხეთიდან მომენტალურად სამოთხეში გახვედრებს ეს ჯადოსნური წამალი.
პ.ს. სანამ ამ პოსტს გამოვაქვეყნებდი, რაღაცები მოხდა.
ექიმმა დამამშვიდა, რომ გასვლამდე გადასხმებით მომაძლიერებს და თავის დროზე გამიშვებს სახლში;
ჩემი მძინარა ცალკე გადააწვინეს. თუმცა ახლოს მყავს მაინც;
და 41 კვირის მშობიარე მოიყვანეს პალატაში. ნერვიულობს. თურმე გზაში უტირია კიდეც. :დ გოგონას ელის, მართას.
გულწრფელი სიტყვებით გავამხნევე.
This post has been edited by ლიკლიკა on 29 Apr 2019, 14:02