გამარჯობათ, გოგონებო ❤️
ახლა დავიწყე ამ თემის კითხვა და ნელნელა გარკვევა. ცოტას თუ დამაკვალიანებთ მადლობელი ვიქნები

) მაინტერესებს ვის გაგიკეთებიათ ქეთისთან ინვიტრო და რომელ ცდაზე დადგა თქვენთან შედეგი.
ინვიტროს მივწერე, ფასები მაინტერესებდა და ეს მიპასუხეს:
"ინვიტრო პროცედურისთვის მედიკამენტები 3000 ლარი, პუნქცია, ემბრიონის შექმნა და გადატანა 4500 ლარი, წინა საოპერაციო ანალიზები 1000 ლარი. ჯამურად 8500 ლარი."
8500 ჯდება როგორც მითხრეს და ესე ჯდება თუ მერე უფრო გაბერავენ? რას უნდა ველოდო მაინტერესებს
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, მეც და მეუღლეც ვართ 26 წლის, სპერმოგრამა იდეალურია, ოვულაცია ბუნებრივად მაქვს ყოველ თვეში და თუ რამე ანალიზი არსებობდა, გამიკეთეს და ნორმაა. უბრალოდ 2 წელი შედეგი არ დამდგარა, არც ლეტროზოლით სტიმულაციით, არც ინსემინაციით და არც ბუნებრივად. მილები გამტარია

)
დიდი მადლობა წინასწარ და ველი თქვენგან გამოხმაურებას ❤️