ninanina92ჯერ პროთრომბინს უკვე აღარავინ უყურებს, და არც 98 არის მაღალი. მეორე, მეზობლებს რას უსმენ, ჭამე რასაც ექიმი არ გიკრძალავს

ჰემატოლოგის, ლევან მახალდიანის ინტერვიუდანაა და გადახედე.
რა არის პროთრომბინის ინდექსი?
– სამწუხაროდ, საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც პაციენტი ყოველწლიური გეგმური შემოწმებისთვის მიდის, სისხლის საერთო ანალიზთან ერთად მას ჯერ კიდევ უმოწმებენ პროთრომბინის ინდექსს.
პროთრომბინი ინდექსი არის ტესტი, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის სისხლში შედედების ოთხი ფაქტორის (II, VII, IX, X) კონცენტრაციაზე. ეს კოაგულაციური ტესტი თავის დროზე იმისთვის შეიქმნა, რომ იოლი ყოფილიყო სისხლის გამათხელებელი საშუალებების (ფენილინის, ვარფარინის) დოზირება. დღეს ამისთვის იყენებენ INR-ს. წლების განმავლობაში ამ კვლევის დანიშვნის ჩვენებამ ტრანსფორმაცია განიცადა და უკანასკნელ ხანს ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს პროთრომბინის მაღალი ინდექსის მქონე პაციენტს მომატებული ჰქონდეს თრომბოზის განვითარების რისკი. საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია; პაციენტს, რომლის პროთრომბინის ინდექსი 80-ია, იმავე წარმატებით შეიძლება განუვითარდეს თრომბოზი, როგორითაც 120 პროთრომბინის ინდექსის მქონეს. პროთრომბინის მაღალი მაჩვენებელი მკურნალობას არ მოითხოვს.
აშშ-სა თუ ევროპის ქვეყნებში ძნელად იპოვით ექიმს, თუნდაც ჰემატოლოგს, რომელსაც წარმოდგენა ექნება პროთრომბინის ინდექსსზე. ეს არის საქართველოში (ასევე – სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში) გამეფებული სტერეოტიპი, რომლის ამოძირკვას შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს.
პროთრომბინის ინდექსი ცვალებადი მაჩვენებელია, რომელიც ძალზე მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების (ტემპერატურული რეჟიმის, მიღებული სითხის რაოდენობის) მიმართ, ამიტომ ადამიანს შესაძლოა ერთ დღეს 120 ჰქონდეს, მეორე დღეს – 90. პროთრომბინის ინდექსი როგორც სკრინინგული კვლევა ამოღებულ უნდა იქნეს სამედიცინო პრაქტიკიდან.