აქ ვარ, საყვარელო. კიდევ მკითხე, რაც მოგესურვება. :*
ბოდიში, ამჯერად მოგვიანებით რომ მიწევს პასუხი.
მშვენივრად ვართ ჩვენ.
კი, დაახლოებით 3-4 საათზე და გამთენიისას იღვიძებს ხოლმე. "ძილის" საათებში ორჯერ.
დედამთილი და ქმარი (სამსახურიდან როცა ბრუნდება) მეხმარებიან. დედამთილი თავზე გვყვება და ძალიან მიმსუბუქებს ბოკვერის მოვლას. ბევრ რამეს ჩემ მაგივრად უკეთებს.
მაგრამ მაინც დამღლელია. არის რაღაცები, რასაც დედის გარდა ფიზიკურად ვერავინ გააკეთებს. ჩემი თაგუნას უსაყვარლესი ადგილი დედიკოს მკერდი და მისი მიმდებარე ტერიტორიაა.

რა ქნას? ყველაზე მშვიდად, დაცულად და კომფორტულად იქ გრძნობს თავს. <3
ვაიმე, ტკბილზე ტკბილი ყოფილა შვილი (ჩემი ასეთია, ყოველ შემთხვევაში.

).
ზოგჯერ მის ამონასუნთქსაც ვისუნთქავ და ვტკბები.

და კანის სურნელი? დამათრობელი.
შენც მალე გაიგებ დედობის გემოს.

არც მარტივია.
მაგ. დილაობით ხშირად მაშინ ვერ შევდივარ აბაზანაში ან ვერ ვსაუზმობ, როცა მომინდება. ან ცალი ხელით ვსაუზმობ ხოლმე.

და ა.შ.
მოკლედ, დედებს თავიანთი თავი თავად აღარ ეკუთვნით.
მაგრამ ღირს ამად.
* * *