s@likun@ გოგო თან ამ წონას რომ ვერ ვუკონტროლებთ ამ გოჭებს? 61 კგ ვარ, ანუ 6 კგ მოვიმატე და ამ ექვსიდან ალბათ 5 მუცელშია წასული. მე ცოტა უკანალი გამებზიკა და მიშენებასავით მაქვს, სხვა მხრივ ისევ ისე ვარ ტანზე. აი 29ში სერგისთან რომ მივალ, ეჭვი მაქვს კარგად ჩაბუსკნული დამხვდება და რა მეშველება არ ვიცი

იმდენად ფიზიოლოგიურზე ვარ აწყობილი ფსიქოლოგიურად რომ მაგრად გამიტყდება საკეისრო რომ დამჭირდეს.
cruel intentions წავიკითხე შენი კარგი ამბები ❤️ უბრალოდ ყველაფერზე აღარ მოგნიშნავთ იმდენი გიწერიათ ❤️
makarenaგოგო როცა ვერ იგრძნობ მორტყმებს, წამოწექი ხოლმე. ჩემი ზურგზე როგორც დავწვები ეგრევე ფხაკუნობს

მაააგრამ ვაღიაროთ რომ ვიღაცას მოენატრა თავისი ცქნაფა და სანახავადაც სიხარულით გაცუნცულდა ❤️
* * *
ხო, რაც შეეხება გვერდითა თემას

მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია არ შეიმჩნიოთ ხოლმე. ნარკოზელმა რაც დაუწერათ მაგაზე მეტს ვერავინ დავწერდით იქ. მართლა პატარა ბავშვის ნაწერს გავდა პირველი გამოხტომაც და ახლაც. რა მნიშვნელობა აქვს ორი გიზის მუცელში თუ ერთი ვერც ეგ გავარკვიე მარა ნიჩიო. შემოვედი წუხელ, დამხვდა უამრავი გვერდი, დავდექი და წავიკითხე ყველა იმიტომ რომ ყველას გიცნობთ და ისევე გგულშემატკივრობთ ყველა ამბავში როგორც საკუთარ თავს. ნუ ახალი იუზერისთვის ალბათ უინტერესო იქნება ჩვენი ტიკტიკი მაგრამ ნუ წაგვიკითხავენ კაცო, ვინ აძალებთ
* * *
magi_აუ იმედში როგორ ახერხებთ ექოსკოპიაზე მისვლას ვინმემ მასწავლეთ. ბოლოს 45 კაცი იყო ჩემსა და რეგისტრატურას შორის. ანუ რა უნდა გავაკეთო რომ მანდ ნაკლებ რიგში მოვხვდე?
This post has been edited by Lucifurr on 18 May 2019, 13:49