წავიკითხე ყველა პოსტი))
s@likun@ლაზთითება ხარ❤️
მე მაქვს ზარაფხანას კალცო, ორმაგი ბუბლიკი, ანუ ზევითაც და შიგნითაც ერთნაირადაა ამობურცული და უთხელესი თითები უნდა რომ მოირგო)) მე მაქვს თხელი თითები და ვირგებ, ქმარს აქვს გაჭედილი

უი მე ორსულობა როგორ გავიგე გახსოვთ?
ეს ჩემი ოქროს ბეჭდები კანთან შევიდა რეაქციაში (ზარაფხანასი იყო ყველა და ვინაიდან ჩემი ქმარი ზარაფხანას საფინანსოში მუშაობდა წლების წინ, ძალიან სანდოდ და კარგად გაგვიკეთეს, ანუ ოქრო იყო უმაღლესი ხარისხის)
თითები გამიშავა. ფბ-ზე ერთერთ ჯგუფში ვიკითხე და ოქრო არარიო,გადამრიეს იქ

არადა არც მანამდე და არც მას მერე მსგავსი არაფერი დამმართნია)) ხოდა ერთმა ჭკვიანმა გოგომ მომწერა, ორსულად ხომ არ ხარო? ორსულობის პირველ დღეებში იოდი იკლებს ორგანიზმში და კანი ოქროს რომ ეხება შავდებაო)) იმ თვეში დიდად არ ველოდებოდი ორსულობას, ერთი-ორი სექსით რანაირად დავვორსულდებოდითქო მანამდე დღე არ ჩამიგდია და თვეების მანძილზე არ დგებოდა ორსულობა, მარა გავიკეთე მაინც ტესტი ( იმ დღეს ველოდებოდი ციკლს) და ტადააამ))) აბრდღვიალდა ორი ხაზი.
მას მერე ბეჭედს მსგავსი არაფერი გაუკეთებია, არც საყურეს, არც სხვა ზარაფხანას საკმაულებს. ფაქტიურად ორსულობა მიჩვენა


ეს დღე იყო და ეს ფოტო))
* * *
keti11111აუ ჩვენი გოგოები რა საყვარლად გახდნენ ბიჭები

❤️❤️❤️
გილოცავ კიდევ ერთხელ, კარგია რომ მიხვედი და დაიდე ნაკერიც :*
* * *
s@likun@გოგო არადა ჩემი და და ჩემი დაქალი, ორივეს ბიჭები ყავს და გოგოს რაღაცეები უფრო საყვარლობააო იძახიან)) ველოდებოდი გოგოსაც და ვერ ვიტყვი უფრო საყვარლობები ვნახეთქო

ბიჭისები უფრო მომწონს)))❤️
აუ ჩემი ქმარი მეღადავება ამ ერთ თვეში გოგოს მამობაც განვიცადე უკვეო

ეგრე ვარ მეც))
* * *
პ.ს უძილობამ მეორე ტრიმესტრიდან გადამიარა, დაღლილობამაც.
ენერგიაზე ვარ სულ))
მუცელს რაც შეეხება 13 კვირაზე რაც მქონდა ის მაქვს მგონი 17-ზეც)) ძაან მალე დამეტყო მაგრამ ახლა თითქოს სულ ერთი ზომაა))
წონა ისევ 50კგ.
რამაზიმ შემაქო, რა კარგი გოგო ხარ, გამხდარი ორსულები მომწონსო
This post has been edited by narkozeli on 26 May 2019, 10:28