გოგოებო ვიყავი დრეს ეხოზე გენრიეტასთან
მაგასაც კარგად ბლომად მიჯაჭვული პაციენტენი ჰყოლია
3სთ+ ველოდე რიგს
ყველაფერი ნორმაშია❤️
ზუსტად 24.6 კვირის ვართ და ჩემი კიკინებიანი 800გრ-ია
გრძელი ბაია არისოო❤️ ძაან თბილად აღწერდა ყველაფერს ბავშვზე
ყელი 40მმ
წყლები: 60მმ ( ნორმა 53-63) ეს მმ ვერ გავიგე მლ ხო არ უნდა დაეწერა ნეტა
ძალიან სუფთა აი გაწკრიალებული წყლები გაქვსო( ეტყობა დედიკო სწორად იკვებებაო) არ მახსოვს ეს წყლების სისუფთავის გამო მითხრა თუ ბავშვი რომ ყველანაირად ზუსტ ნორმებში ჯდება.
სურათი არ უვარგა.სად სერგოს და ხეცურიანის აპარატი და სად დღევანდელი აი ვერც შევადარებ,ისეთი ფოტო მომცა გეფიცეები ვერ აღვიქვი სახე სად იყო და ტანი და საერთოდ ჩანდა თუ არა რამე
ისე არ დაეზარა რაც გამოვა გადავიღოთო.
საბოლოო ჯამში დიდი დრო არ დაუთმია
ადრე ეს საკითხი ცოტა მაბრაზებდა ეხლა აღარ
რადგან ვთლი,რომ თუ ყველაფერს სწრაფად ხედავს და აფასებს, საათობით რატომ გაგაჩერებს თუ ყველაფერი რიგზეა თან
ისე ძაან თბილად მიმიღო.ძალიან თავდაჯერებული ლაპარაკობს.აი კი არ აკვირდებოდა თითქოს უკვე ზეპირად ჰქონდა ნასწავლი ისევ ჩამოარაკრაკა ორგანოების და ზოგადად ნაყოფის მთლიანად შეფასება
ანუ ეტყობა რომ მცოდნეა,არ ორჭოფობს და მახვილი თვალიც აქვს.
ფოტოზე დამწყდა გული,სხვა მხრივ როგორც პროფესიონალი მომეწონა
* * *
გოგოებო წყლებზე მახსოვს სხვა ნორმებს წერდით ალბათ სხვადასხვა ინდექსებით იზომება ხო?
* * *
ninanina92ზოგადად ორსულობის დროს მაინც ძალიან იცვლება ბევრი
მე პირადად ძაან მგრძნობიარე გავხდი,ყველაფერზე თითქმის
აი ისეთ რაღაცეებზე ამეტირება ხოლმე ხან მეც მიკვირს.ადრე მე და ტირილი ძაან შორს ვიყავით
მესამე ტრიმესტრიც იქნება სანერვიულო

ალბათ უფრო ემოციური.მოახლოვებული მშობიარობის მხრივ
This post has been edited by Nankusi on 4 Jun 2019, 00:55