მოგესალმებით.
დიდი ხანია გადევნებთ თვალ-ყურს და თითოეულის გულშემატკივარი ვარ! ბევრი წერო ამ ოჯახში <3
თუ არ შეგაწუხებთ, ჩემ ამბავსაც გეტყვით:
სულ ახალი ამბებია ეს ჩემთვის, სულ მეორე თვეა დავიწყე დაუცველი ურთიერთობა და სულ მეჩვენება რომ ორსულად ვარ.. ტესტი კი ჯიუტად უარყოფითს მიჩვენებს.
არადა, სიმპტომი არ დამრჩენია, რომ არ მქონოდეს

)
მოკლედ, 27 დღიანი ციკლი მაქვს. 25 მაისს მქონდა ბოლო მენზის პირველი დღე.
1, 3, 9 ივნისს მქონდა ურთიერთობა, დაახლოებით 5-6-7-ში დამისივდა ფეხები, მქონდა თავბრუსხვევა, ძალიან მტკივნეული გახდა ძუძუს თავები, მადა და ძილიანობა ისედაც ძალიან გაძლიერებული მაქვს ამ ბოლო დროს.
ზოგადად, ალერგიული ვარ, ზუსტად ნაგ დღეებში ვსვამდი ფოლიუმს, ჰოდა, დავაბრალე ჩემ ალერგიებს და სასწრაფოდ შევწყვიტე.
ფაქტია, შეშუპებამ ფეხებში და სახეზე გამიარა.
არადა, გუშინ სრულიად შემთხვევით გავიზომე სიცხე (ვხურდი თითქოს) და 37.0 აღმოჩნდა. ძილამდე 3-ჯერ გავიზომე და ურყევად იდგა 37-ზე.
ბაზალურიც გავიზომე ამ დილით და 37,1 დაფიქსირდა (თუმცა, ცოტა და ცუდად მეძინა)..
ტესტი გავიკეთე 1 საათის წინ და უარყოფითია.
არ ვნერვიულობ ჯერ არაფერზე, თუმცა, ზოგადად შეგრძნებები მაქვს ბევრი ახალი და უცნაური..
კარგად ვერ გავერკვიე, რამდენ ხანში აჩვენებს ტესტი. წესით, 21-ში უნდა მომივიდეს.
გმადლობთ წინასწარ.