nica277NankA2203მადლობა ჩემო კარგებო <3
tikuna22ma1kaმადლობა დიდი <3
ისტორია ასეთი მაქვს:
პოლიკისტოზი, ჰიპოთირეოზი. თავისთავად ჰორმონებიც სულ არ ლაგდებოდნენ.
5წელი ვიმკურნალე და 3-4ოვულაცია ძლივს მივიღეთ, აქედან 1ბიოქიმიური დაფიქსირდა.
ენდოკრინოლოგის დანიშნულებით დავლიე: დევიტრუმ ფორტე, კაცემინი. (ელთიროქსინს და სიოფორს 5წელია ვსვავ)
რეპროდუქტოლოგმა დამინიშნა: დოსტინექსი, რეტროზოლი და მერე პრეგნილი.
დოსტინექსის ბოლო აბი დამავიწყდა ბოლო კვირას, ველოდი ციკლს რომ გადამემოწმებინა პროლაქტინი და 2ხაზიანი ტესტი დამხვდა

წინა თვეში სტიმულაციის მერე მაკამ მითხრა მომავალ თვეში წინააღმდეგი ვარ სტიმულაციისო, მაგრამ ფოლიკი თავისით წამოვიდა.
აი ძაან არ ველოდი, ამდენ წამლებს ვსვავდი და ხელს ვუწყობდი რომ რამე ყოფილიყო და უშედეგო 5წელი და ამ თვეში არაფერი მიმიღია და ვერ ვიჯერებდი))
ერთი რაც იყო ქორიომონი გავიკეთე თავი დავიზღვიე და ენდომეტრიუმისთვის პრედა დავლიე, ცოტა პატარა იყო და ამაზეც დავიზღვიეთ თავი რადგან დომინანტი მქონდა.
ცხოვრებაში პირველად ავწიე ფეხები მაღლა

აი მართლა არ ველოდი რადგან უმოქმედოდ ვიყავი და გაამართლა თურმე ამ ,,უმოქმედობამ''

ამბობენ რომ ლეტროზოლი მომდევნი თვესაც მოქმედებსო და ეს იყო ძირითადად ჩემი ,,კოზირი''
რადგან წამლები არ დამილევია ეტყობა მოვეშვი.
თურმე ციკლიდანვე უნდა მოეშვა მარტო ოვულაციის დროს კი არა