თინი1990მართალია ორსულობის დასაწყისი იყო მარა მაინც ორსული ვიყავი და 1500 კმ. გამოვიარე მანქანით. 24 საათიან გზაზე მხოლოდ ერთხელ შევისვენე

მე პირადად შენს ადგილზე წავიდოდი. კარგი მდგომარეობა რომ მქონდა მე-8 თვეში ბათუმში წავედი და მეორე დღეს წამოვედი.საშიში არაფერი გაქვს და ეგ შენ უნდა გადაწყვიტო
* * *
გოგოებო ბევრს გაინტერესებთ ბოთლების თემა და დავწერ ბარემ ჩემს აზრს.
ავენტის ბოთლიც მაქვს და ბრაუნისაც და მინდა გითხრათ რომ ავენტს უკეთესად ვიყენებ. მიზეზი არის ბოთლის ფორმა, საწოვარას მოსაჭერი და თვითონ საწოვარა.
საწოვარას მოსაჭერი ბრაუნს აქვს სქელ "რეზბაზე". ანუ უნდა წრეზე ატრიალო შედარებით მეტ ხანს, ავენტს კი ერთი ხელის მოტრიალებით ეჭირება. ვითომ დიდი არაფერია მარა, როცა ბავშვი ტირის და ჯერ წყალს აგრილებ და მაგისთვის უჭერ თავს, მერე საჭმლის ჩასაყრელად ხსნი და უჭერ თავს და ამ დროს ბავშვი ტირილით იხევა დამიჯერეთ ძაან ნერვების მოსაშლელია. ამ ბზრიალში ერთხელ ეგ პლასმასი თავისი საწოვარათი დამივარდა ძირს სანამ დავმდუღრე. მოკლედ მე არ მომწონს მაგ ბოთლის მოსაჭერი და რომ არა ავენტის ბოთლი ვერც მივხვდებოდი უპირატესობას.
საწოვარა კიდევ ავენტს უკეთესი ფორმის აქვს. დედის ძუძუს დრვილის ფორმის. მე არ ვიცი შეილება ბრაუნის ბოთლის საწოვარაც იყიდება მაგ ფორმის მაგრამ ბოთლებს რაც მოყვება იმით ვახდენ შედარებას. ეს ფორმა კიდევ ალბათ ბავშვს უფრო მოსწონს მაგრამ ასეც რომ არ იყოს დედისთვის ბევრად მოსახერხებელია, რადგან ავენდის საწოვარას დრვილის ანუ ძაბრის ფორმა აქვს და ოდნავ მიაწვე ბავშვს პირზე ან პირიქით არ ვარდება პირიდან არ აწუხებს და აგრძელებს წოვას. ბრაუნის საწოვარას კიდევ ის ვიწრო წვერი ხო უდევს და მერე მკვეთრად მსხვილი ბოლო რო აქვს თუ სულ ტუჩებზე არ უყურე ბავშვს აწვება ეს მსხვილი მხარე. აი ვერ ვხსნი მგონი კარგად. დავდებ ფოტოებს ბოლოში.
რაც შეეხება ანტი კოლიკებს, ჯოხებს, კოვზებს, ნასვრეტებს

სულ ტყუილი მგონია მე, რადგან ერთნაირად აბოყინებენ ავენტის, ბრაუნის და კამპოლის ბოთლებიდანაც - ხან კი და ხან არა. რაც ცოტა მოიზარდნენ უმეტესად აბოყინებდნენ. პატარებს უფრო უჭირდათ. ბრაუნის ბოთლითაც ვერ ვაბოყინებინებდი თავიდან და ეხლა კამპოლით რომ ვასმევ წყალს იმითაც აბოყინებენ
* * *

აი როგორი მოსაჭერები აქვს. მარცხნივ ბევრი ზოლი რო აქვს ბრაუნის ბოთლია და რამოდენიმეჯერ უნდა გადატრიალება. ავენტს მხოლოდ ერთხელ მოატრიალებ და ეხსნება და ეჭირება ერთი ხელის მობრუნებით.
* * *

ეს კიდე საწოვარა. ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობდი. ავენტის საწოვარით ვერ მიაწვები ტუჩებზე და ბრაუნის საწოვარის განიერი ნაწილით ხანდახან მივწოლილვარ. განა სტკივათ ან რამე. უბრალოდ ისედაც ძლივს წოვენ და სულ პირთან ვუყურებ ზედმეტად არ მივაჭირო რომ თავისუფლად ამოძრაონ ტუჩები
* * *
Liliko1