google1მადლობა პასუხისთვის ჩემო ყურადღებიანო. დღეს 100 მლ გამოვიწველე კანპოლით ნატურალ რეჟიმით სიჩქარე პირველი 

დავდებ აქ სამომავლოდ იქნებ ვინმეს გამოადგეს

მე ასე მასწავლეს ჯერ უნდა ჩართო ექსპრესს რეჟიმი რომელიც მსუბუქად ამასაჟებსავით. და 2 წუთში გადართო ნატურალ რეჟიმით. სიჩქარე ორივე შემთხვევაში პირველი. მე ასე გამოვიწველე ყველაზე კარგად. მარა მასაჟმაც მიშველა. გამოწველის წინ დაიმასაჟეთ მკერდი უფრო კარგად წამოვა.
გოგოებო კიდევ ერთხელ მადლობა ვინც მომილოცეთ დედობა. არ მომინისნიხართ არავინ. ყველას მადლობა.
ახლა ორი სიტყვა ჩემს უბუმბულო ბარტყებზე 

ბიჭი უფრო ღონიერი მყავს დედიკოს ეხმარება ძუძუების დაცლაში 

აი გოგოს მთელი დღე სძინავს. წოვაც უჭირს. ცოტას ჭამს 

 გულზე შიილი აქვსო მაგრამ ბევრმა მითხრა ჩემსასაც ჰქონდა არ შეგეშინდესო და მეც აღარ გამოვიძიე დიდად.
საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. არც გარეგნულად არც აშკარად ხასიათებით. ჯერ-ჯერობით არც ერთდროულად ტირილი იციან. თუ ერთდროულად შივდებათ გოგოს სოსკით ვატყუებ და ბიჭს ვერა შანსი არაა ყურადღება გადაატანინო. 
გოგოებო მალე თქვენს ტყუპებზეც ველოდები ისტორიებს 
 
 * * * 
missi_iსაშვილოსნო იკუმშება მაგ დროს და ეგ მაგის ტკივილია. პირიქით კაია. მეც მაქ ეგ ტკივილი განსაკუთრებით წოვის დროს იცის კიდე. იგივე გამოწველის დროს.
ხერხემალი და წელი გტკივათ გოგოებო? მე კი. ხანდახან 
