lika_kiskisaკი თავიდან მონურალი დავიწყე, ერთი პაკეტი დავლიე ( მესამე და მეათე დღესაც უნდა დამელია) მაგრამ შარდში ცილა და ლეიკოციტები ისევ იყო და ვეღარ დაველოდებიო ექიმმა და გადამიყვანა უფრო ძლიერზე, როცეფინზე. დილაობით ლაქტო ჯის ვსვამ და მერე ვიკეთებ თორემ კუჭი შეიძლება გაგიღიზიანოს.
მე სიმპტომები არ მქონდა, არაფერი მაწუხებდა და უწყინარი ბაქტერია მეგონა, სანამ თირკმელში არ ამეპარა. შენ რადგან სიმპტომები გაქვს,უფრო ყურადღებით იყავი. 20ზე უნდა გამეკეთებინა გეგმიურად ანტიბიოტიკი ( მონურალი უნდა დამელია) მაგრამ 18-ზე აგვასწრო და ავიდა თირკმელში
* * *
lika_kiskisaმე ცოტას ვსვამდი წყალს და მაგასაც დაბრალდა ეს თირკმელებში აპარვა. სამაგიეროდ ისე შევშინდი, ახლა სულ ლიტრობით ვსვამ)) ამ დილაადრიან ნახევარი ლიტრი დავლიე უკვე.
მე 8 კვირაზე აღმომაჩნდა მაგრამ 20მდე გვინდოდა გაქაჩვა, სანამ პატარა ბოლომდე ჩამოყალიბდებოდა. 18ზე რადგან ტკივილები დამეწყო, მივხვდით რომ ორი კვირით დაგვასწრო და მომიწია გაკეთება ანტიბიოტიკების. დღეს დილას მოვრჩი, სულ 7 ნემსი დამჭირდა.
პატარა ვადაზე მე არ მინდოდა გაკეთება და 18კვირის ეხოზე რომ ვნახე რომ უკვე 300 გრამიანი გოჭი მყავდა ჩამოყალიბებული ორგანოებით, მერე უფრო მშვიდად გავიკეთე. მიუხედავად ყველაფრისა, არ ვნანობ მაინც რომ ძაან ადრე არ მივიღე ანტიბიოტიკი. ბოლომდე გავუძელი რომ მოზრდილიყო და ბოლოს უკვე სხვა გზა რომ აღარ იყო,მერე გავიკეთე.
* * *
tako_93კი, ცოდნით როგორც ზემოთ დავწერე 8 კვირიდან ვიცით და 20ზე იყო ანტიბიოტიკი დაგეგმილი.
რა თქმა უნდა ყურადღებით ვიქნები აწი სულ. :*
mako2018მადლობაა ❤️ მეოცე კვირაში გადავდივარ ამ საღამოს და ახლა ავიწონე რადგან მკითხე)) თითქმის 3 კგ-მდე მაქვს ნამატი, 48 დავვორსულდი და 50.8 ვარ ამ დილით ოღონდ წყლებით გაჭყეპილი
ექიმმა მითხრა წინა ვიზიტზე 20 კვირისთვის 2-3 კილო ძალიან კარგი ნამატიაო. შენ ძაან ცოტა მოგინატია მარა რა პრობლემაა, ცოტას მოიმატებ, ცოტა გექნება დასაკლები ❤️
* * *
Tuaგოგო მე მქონდა მასე პირველ ტრიმესტრში, ამოღებულს ვერ ვიცმევდი

ექიმმა პროგესტერონი როცაა ცოტა მეტი, მაგან იცისო)) არაექიმებმა გოგო ბავშვმა იცისო

შენ გადაწყვიტე ახლა რომელია მართალი :დ