ვეთანხმები

* * *
გოგოებო ახლა მოვედი კითხვებით

1) შიში
რა თქმა უნდა არაფრით არ ვაშინებთ, მაგრამ ხმების მაინც ეშინია. ეხლა დაეწყო ალბათ 2 თვეა მაქსიმუმ.
მანქანები თუ გაივლიან და გაიგონა, სასწრაფოს ან სახანძროს სირენაზე, ან ძაღლი ყეფს. მორბის სასწრაფოდ და მეხუტება

ველაპარაკებით, ნუ გეშინია, გარეთაა, შენ სახლში ხარ. აგერ ვართ ყველანი.
ვახედებ ფანჯარაში, მეთქი აი მანქანა შორსაა, არც კი ჩანს (ტრასიდან შედარებით შორს ვცხობრობთ მაგრამ ხმა აღწევს). ძაღლები არ ჩანს ხოლმე მაგრამ ისე რო ვანახებთ თან უხარია აი ამაა ეძახის.
მერე იმეორებს ხოლმე, ნუ გეშინია და მაინც მეხუტება და თავი აქვს ჩარგული.
გარეთაც მეთქი აი ნია, შენც მანქანაში ხარ, ირგვლივ რამდენი მანქანაა და ამბობს ხოლმე: აი მაქანა, კიდე მაქანა, დიდი მაქანა, გეშინია
რა გავაკეთო?

გუშინ ლამის ატირდა, გული მომიკვდა :შ
2) ტირილი
როცა ზლუქუნებს ისეთ რამეზე, რასაც არ ვუსრულებ როგორ უნდა მოვიქცე? სიტყვაზე არ ვაძლევ დანას ან რამე. ვეუბები ნია, ხო იცი საშიშია და არ შეიძლება.
იმეორებს არ შეილიბი და აგრძელებს გინდა, გიინდა. და იწყებს ტირილს. ან წაეპოტინა იატაკის ტილოს და იხუტებს, თU წავართვი მაგაზეც.
როგორც ვიცი "ნუ ტირიხარ"-ის თქმა ან "რა გატირებს" ცუდია და აბა როგორ უნდა მოვიქცე?
ვეუბნები ხოლმე მესმის რომ გინდა, მაგრამ ხო იცი რომ ასე ვართ შეთანხმებულები, აი ამას მოგცემ სანაცვლოდ და ა.შ. მარა ნუ მაინც ტირის. სწორია ეს მიდგომა?

კიდე ვეუბნები ხოლმე რომ ტირილით გაბრაზების გამოხატვა არ არის სწორი, თU არ მოგწონს გვითხარი (ეს არ ვიცი რამდენად სწორია?)
სახლში ეუბნებიან, ტირილი არ შეიძლებაო (ასეთ რამეებზე). ესეც მგონი არ არის გამართლებული არა? აბა აი სწორი ვარიანტი რომელია?
კიდე მქონდა კითხვები და დამავიწყდა

რო გამახსენდა დავწერ
მადლობა წინასწარ

ეხლა წესიერად წასაკითხად ვერ მოვიცალე

მაგრამ თქვენი გამოცდილებაც მაინტერესებს
* * *
likalika333