ninanina92კი კანზეა სამეუხაროდ

არადა არც დედაჩემს, არც ბებიაჩემს 1 სტრიაც არ ჰქონიათ ვხოვრებაში. კიდევ კარგი უფერულდება მერე, მომწონს კიდეც ვეფხვის ზოლები ❤️
Lucifurrსერიოზული მზადება გვექნება კვირის ბოლომდე ესეიგი

პერანგზე ვიფიქრე რომ დაისვაროს რამე გამოსაცვლელი მქონდეს მეთქი. ისე შევშინდი გამომადენიო, ხსენიო, მეორეც იმიტომ ვიფიქრე.
ველედას ვისვამ ძილის წინ, სეკალიას - დილაობით. მუცელი მაგან გადამირჩინა ალბათ. მაგრამ ბარკლებს ვერ მოერია : )))))) ამ ეტაპზე კოღოს ნაკბენებს უფრო გავს, ძაან პატარებია და ვნახოთ, გავაძლიერე ზეთებში ბანაობა
magi_გილოცავ! ეგრეც ვიცოდი რომ არაფერი სანერვიულო არ იქნებოდა ❤️ წონაც ძაან კარგია. ზუსტად მიდის ესეიგი თავისი ვადებით

საწოლი მეც ეგეთი მაქვს ოღონდ ნაცრისფერი და ძაან კმაყოფილი ვარ : ))) თეთრეული რა კარგ ფერებშია
ეგ სათამაშოები მუსიკით გამოვიწერე, ჭკუაზე არ ვარ მეც მინდა ჩამოვიკიდო ისეთი კარგია. ჩვენთანაც იყიდება მგონი ზოგ აფთიაქშიცაა, ისე საბავშვო მაღაზიებში ყველგან. არსებობს ულამაზესი, ყანჩელის მუსიკით, ჩიკატაის აქვს. რატომღაც უდიდესი მნიშვნელობა მივანიჭე მაგ ჩამოსაკიდ სათამაშოებს, მეთქი ბავშვი მაგას ნახავს ძილის წინ და გაღვიძების დროს, უნდა შეისწავლოს, მუსიკას უსმინოს და გამოვიკვლიე ყველა
This post has been edited by Cruel Intentions on 5 Jul 2019, 10:36