მოკლედ, სერგოს გარდა სხვას არ გავუსინჯივარ, მივედი, 15 წუთზე ვიყავი ჩაწერილი მარა ლამის ნახევარი საათი ველოდეთ, 15 წუთი რესეფშენში, 15 წუთი კაბინეტში (გასული იყო)
უკვე ვღელავდი.
შემოვიდა ასისტენტი და შემოყვა სერგოც.
გამიღიმა, ხელებზე მომეთამაშა, აბა რატომ ხარ დაძაბულიო, ნერვიულობ ხოო? ღამე ეძინაო? ჩემს ქმარს ეკითხება

უნდა ვნერვიულობდე მე, რომ არაფერი გამომრჩესო

მოკლედ ძალიან კარგი განწყობით დავწექი იმ სკამზე და დაიწყო დათვალიერება. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი სერგოს კაბინეტში. დეტალურად, უდეტალურესად დაათვალიერა ყველაფერი, და ჭიღლაძესგან განსხვავებით ძალიან თავდაჯერებულად. გული, კუჭი, ტვინი,თირკმელები. ამ ბავშვს უკვე დასრულებული აქვს ორგანოგენეზიო და შემიძლია ვთქვა რომ ჯანმრთელი და კარგი ბიჭია ძალიანო. ყველაფრის ზომა წონები ნახა და გამომატანა. 550 გრამია.
ყელის სიგრძე 65

მშობიარობის თარიღი 31 ოქტომბერი. ფეტომეტრიით 23 კვირა და 5 დღეო.
მერე ვუთხარი წამოსვლისას კახამ სქესის თემა დაგვიწუნათქო და აბა ახლა დაწექი და კახას გავუგზავნოთ პასუხიო

გაუზომა ღირსებები, დაელოდა სანამ ბავშვმა არ მოფსა, ეს მოფსმა ლურჯად გააფერადა

გამოგვატანა ყველაფრის სურათი, მათ შორის 2 ფერადი. (საერთოდ არ მითქვამს ფოტოებზე არაფერი)
ყველაფერი ეს ერთად ლამაზად აგვიკინძეს და გამოგვატანეს ერთი დიდი პაპკა.
მოკლედ ღირს ნამდვილად სერგოსთან 100 ლარის გადახდა.
მე კმაყოფილი ვარ.
This post has been edited by narkozeli on 5 Jul 2019, 16:53