მოკლედ, გოგოებო, ეხლა მივდივარ ეხოზე და ალბათ დღეს დავიწყებ სტიმულაციის წამლებს. ვნახოთ გამოვა თუ არა რამე. უკვე იმდენად აღარ მაქვს იმედი, ინ ვიტროს ფულის შეგროვებას ვფიქრობ. ნერვებიც აღარ მყოფნის და ნელ-ნელა ვცდილობ აღარც ვიფიქრო. განწყობა მაინც ცუდი მაქვს, ამდენი ხანია უშედეგო ლოდინმა გადამრია უკვე. დილას ვფიქრობდი, ნეტა რა გრძნობაა როცა ორსულად ხარ მეთქი

)) ტესტებს რაც შეეხება, არასდროპს აღარ გავიკეთებ. განსაკუთრებით ბბ ტესტს. საშინელი ტესტია. რამდენჯერ გამიცრუან იმედი.
წარმატებებს გისურვებთ, გოგოებო.
გულის სიღრმეში ძალიან მჯერა, რომ მეც და თქვენც ასე ძალიან რომ გვინდა, აუცილებლად გვეყოლება! <3