❤️
Lucifurrრა კარგი ამბავი დამხვდა გილოცავ გოგო❤️ძალიან გამიხარდა,ჯანმრთელი გაგეზარდოს შენი პატარა პრინცესა❤️
ჯერ მაგის მშობიარობას ველოდებოდი და უცებ შენზე რო წავიკითხე...
აბა თქვენ იცით,დატკბით სიყვარულით❤️❤️
ჯერ ადრეა მაგრამ,უკვე დამეწყო მშობიარობის ფიქრები,ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ჩემს პატარას❤️❤️
წარმომიდგენია რა ბედნიერები ხართ და ასე ყოფილიყავით სულ ბოლომდე
* * *
ძლივს დავეწიე თემას
მომენატრეთ გოგოებო
რამდენი ახალი გვყავს ,ძაან სასიხარულოა,ღმერთმა ამრავლოს გიპუცუნები❤️❤️
საყიდლებზე ვიყავი და იმდენი საყვარლობები ვიყიდე... იბეიბში და ნექსთში დანარჩენებში დიდად არ მომეწონა და გამოწერას ვაპირებ.
ვერ ვნახე ფეხიანი შარვლები და ეგ ხო აუცილებელია? უფრო სწორედ ვნახე და არ მომეწონა მაგას გამოვწერ.
ყველაზე მარტივად მთლიანი ფეხიანი ბოდეები ავარჩიე ძაან საყვარლებია ოკაიდში,სეილის 1-2იყო დარჩენილი ახალი კოლექციიდან შევიძინეთ
საწოლი მარტივად გადავწყვიტე, ტრანსფორმერი მომწონდა თავიდანვე,1კვირით ადრე მივიტან სახლში ჯერ არ ვიჩქარე.
რაც შემეხება მე..ისე კარგად ვგრძნობ თავს და იმდენს დავდივარ ყველას უკვირს,არც დაღლა არც მუცლის გამაგრება და წელის ტკივილი არ მქონია,ქამარიც კარგია რომ არ ვიყიდე არც დამჭირვებია თან ამ სიცხეში...ლიფსაც აღარ ვიკეთებ,ისეთი კაბები მაცვია არც მჭირდება ნუ..თავებიც არ მეტყობა დიდად და ფორმაც შენარჩუნებულია.
32კვირის ვხდები სამშაბათს და ტრადიციულად სერგოს ეხო მიწევს,თან ჩაწერილიც ვარ არადა 28 ის მერე 30კვირაზეც გავიკეთე, ინტერესის და მონატრების გამო ასეთი ახლო შუალედი გამომივიდა ეხლა ვფიქრობ 32კვირის ეხოზე რა ხდება აუცილებელია ნეტა თუ გამოვტოვო?
* * *
ერთი უცნაურობა დამჩემდა, რაც არუნდა გვიან დავიძინო დილით ძაან ადრე ასე 7ზე მეღვიძება,არადა მთელი ცზოვრებაა დილის ძილი მიყვარს
ერთი მხრივ კარგია ალბათ მივეჩვევი და ბავშვის მერე აღარ გამიჭირდება დილით გაგვიძება
სიაში მე-8ვარ ❤️❤️❤️ რა ცოტა დარჩა.. ვერ ვიჯერებ