გენეტიკური თრომბოფილიის დიაგნოზით ვინცაა, სულ რომ არ იკეთებდეს ნემსს, მაინც არ იღებს. სავარაუდოდ, შენც უარს გეტყვიან, მაინც გაარკვიე გინეკოლოგთან.
***
ხალხო, მიშველეთ, ე.ი. 4 კვირის წინ ხეცურიანთან ნაყოფის სავარაუდო წონა იყო 1130 გ. 3 კვირის წინ ხაჭვანთან - 1580 გ, 2 კვირის წინ გოცირიძესთან 1900, მერე 2 დღის შემდეგ შარიქაძესთან - 1640. დღეს (32 კვირაზე) მათითაშვილთან - 1700. ვერ გავიგე ვერაფერი

ყველა სხვადასხვანაირად ზომავს და აპარატსაც გააჩნია, ალბათ?
საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მათითაშვილს ყველაფერი დაეზარა. არც ყელს ნახულობდა, არც წყლების რაოდენობას, არც დოპლერი გამიკეთა. ყველაფერს ვახსენებდი სათითაოდ და ბოლოს დოპლერის გარეშე გამოვედი, გვიან გავაცნობიერე. თან ბავშვის წონაც სულ ბოლოს გავიგე, უკვე დასკვნითდან. ან მე რომ არ ვიცოდე, რა არის საჭირო და რა არა 32 კვირის ორსულს დოპლერი არ უნდა გაუკეთოს თვითონ? ან შესთავაზოს მაინც.