გოგონებო ბევრმა იცის უკვე მომავლებიდან , ვინც არ იცის დავწერ მათთვის ჩემს ამბავს . მოკლედ პირველი ინვიტროს მერე , 3 ის რომ გახდა ჩემი ბიჭი დავიწყე ისევ მცდელობები, მორჩენილი გაყინული ემბრიონები გადავიტანე და არ გამოვიდა, რამოდენიმე თვეში გავიკეთე რიგით მეორე ინსემინაცია და დამემართა მეორეჯერ გარე ორსულობა, პირველი გარე ორსულობაც ინსემინაციით მქონდა წარმატებულ ინვიტრომდე, ოღონდ მაშIნ მილი შემინარჩუნეს, მეორეზე უკვე ისე გავმწარდი ორივე მილი ამოვიღე და შევუდექი ინვიტრო სამზადისს. შარშან ზაფხულში ანისთან გავიკეთე ინვიტრო ორჯერ ( ერთი პუნქცია და ორი გადატანა ჯამში, წარუმატელბალდ) თუმცა ძალიან უკმარისობის გრძნობა მქონდა, ექიმი ვე რმივიღე და ვერ გავთავისე, მისი სარკაზმი და სნობიზმი ჩემთვის აუტანელი და მიუღებელი აღმოჩნდა, ბევრჯერ კონფლიქტიც მომივიდა . არ დავწერ კონკრეტულად ბევრ რამეს, მის შეცდომებასაც კი იმიტომ რომ წარმატებული ექიმია და ჩემთან არ გაამართლა არ ნიშნავს რომ სხვას არ უმართლებს. მის პაციენტებს წარმატებას ვუსურვებ. წელს ამ ზაფხულში ჩვენი ფორუმელი გუგლის რჩევით მივედი ქეთი ოსიძესთან . ( გუგლის ამისთვის მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები <3) პირველი პუნქცია და ტრანსფერი არ იყო წარმატებული, წარუმატებელი ციკლი იყო ისედაც , ემბრიონებიც ვერ მივღე და ერთი გადამიტანეს და ისიც დაბალი ხარისხის , ნუ მოკლედ არ გამოვიდა. და გადავწყვიტე მიმენებებინა ყველაფრისთვის თავი, ასე თუ ისე შვილი მყავს და გავინადგურე ჯნმრთელობა, ემოციურ ფონი საერთოდ არ მომეკიტხება, ფინანსები კიდევ ცალკე თემაა .თურქეთში ნაყიდი წამლები მქონდა მორჩენილი . არ ვიცი , რამ წამომიარა და რა ძალა ვიპოვე საკუტარ თავში წავედი ბოლო , უკანასკნელ წრეზე , გადამიტანეს მე-3 დღეს 2 ემბრიონი 7 ა და 7 ბ -ხარისხის. მე თავს ვაიმედებდი და ვაგუებდი იმ აზრს რომ თუ არ გამოვა ტრაგედია არაა. საბედნიეროდ გამოვიდა , და ამჟამად 7 კვირის ვარ, და გუშინ მე-4 ედ ვიყავი ეხოზე, გულისცემიდან გულისცემამდე ვცხოვრობ , წამომივლის ერთ დღეს და მგონია რომ არ ვარ ორსულად გავიქცევი მოვისმენ და დავმშვიდდები. ჯერ პანიკაში ვარ და სიხაურლს ვერ განვიცდი.
რაც შეეხება ამ წარმატებული ინვიტოს დროს განსხვავებული იყო ორი რამ . ამერიკულ ფორუმზე გავეცანი , რომ ინვიტროს პროტოკოლში აუცილებელი პირობაა აკუპუნქტურა, შევისწავლე მთელი გუგლი და ფოტოებით, სად რა წერტილშI უნდა გაკეთდეს ივიტროს დროს ეს ჩინური ნემსები მივადექი ადგილობრივ სპეციალისტს, სხვათაშორის ძალიან ჭკვიანი გოგოა და წელიწადში რამოდენიმეჯერ დადის ჩინეთში კვალიფიკაციის ამაღლების მხრივ. სერიოზულად მოეკიდა საქმეს და თვითონაც ბევრი რამე მოიძია ინფორმაციის სახით. დამეხმარა მოდუნებაში, ნერვების მობილიზებაში. პროტოკოლის მიხედვით უმჯობესია აკუპუნქტურას დაწყება ინვიტრომდე 2 თვით ადრე,. მე დრო არ მქონდა რადგან გადავაბი მეორე ინვიტრო პირველს , ამიტომ ძირითადი მანიპულაციები ჩავიტარე ,ჯამში სამი , სტიმულაციის დაწყების დღეს , მერე 5 დღეს და , უშუალოდ გადატანის წინა დღეს,. კარგია იმიტომ რომ საშვილოსნოში ამუჯბობესებს სისხლის მიმოქცავას და ადუნებს დაძაბულობას. მე არ გამოვრიცხავ ფსიქოლოგიურ მომენტსაც. და რწმენის ამბავს ასევე ამ შემთვევაში.
მეორე სიახლე იყო ინტრალიპიდი, ესეც გუგლის რჩევით გავიკეთე. ქეთი მეუბნებოდა რომ არ მჭირდებოდა , რადგან ერთი ბავშვი უკვე მყავს და ამის საჭIროება ს ვერ ხედავდა.
სიტყვა გამიგრძელდა , მადლობა ვისაც არ დაეზარა წაკითხვა

არ ვიცი რა დამეხმარა აკუპუნქტურა, ინტრალიპიდი თუ რა , მე მჯერა რომ ღმერთს უნდოდა ასე, მისი ძალის და ნების გარეშე არაფერი ხდება. დიდი იმედი მაქვს რომ ბოლომდე გავალ მშვიდობით, და ისეთივე უპრობლემო ორსულობა მექნება როგორიც პირველი მქონდა.
წარმატებებს გისურვებთ ყველას ვინც იბრძვით და არ ნებდებით, მე მაინც არ გამოვდგები მაგალითად , იმიტომ რომ დანებებული ვიყავი ფაქტიურად ამ მცდელობის შემდეგ ეს რომ არ გამოსულიყო .
This post has been edited by ella85 on 6 Sep 2019, 12:08