გოგონებო გილოცავთ სვეტიცხოვლობას, უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ ამ რთულ გზაზე, ჩემი ამბები აქაურმა ძველმა გოგონებმა იციან, რამდენიც ვიწვალე მაგრამ ბრძოლას ახალი შემართებით ვიწყებდი მუდამ

ვინც ახლა ამ გზაზე დგახართ ვიცი რომ სტიმულს მოგცემთ

რამოდენიმე ინვიტროს შემდეგ, ბოლო ინვიტრო გადატანა დავგეგმე საშვილოსნოს იოგას ვარჯიშებით სახლში და ინტრალიპიდის გადასხმით, არ ვიცი გამართლება იყო თუ სწორი გზა, მაგრამ გამომივიდა, მაგრამ ძალიან რთული ორსულობის პერიოდით, 7თვე ვიწექი ან სახლში ან საავადმყოფოში. დღეს კი მყავს ჯანმრთელი ბაო და ამდენი ტკივილი ასეთი მარტივი დასავიწყებელი თუ იყო ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი

უბრალოდ, რამოდენიმე იმედგაცრუების მიუხედავად არასოდეს არ დამიყრია ფარხმალი, ყოველთვის ახალ გზას ვეძებდი, შეგნებულად არ მიმქონდა გულამდე და თავგამოდებით მივილტვოდი წინ

ვიცი, ადრე თუ გვიან ყველას გამოგივათ და თქვენც ასეთი ბედნიერი პოსტებით იქნებით