tammmta1რა ბედნიერებაა, გილოცავ გულით და სულით! მშვიდობიანი ორსულობა და ჯანმრთელი პატარა. მახსოვხარ და შენი დადებითიც მახსოვს, იმედი და სტიმული იყო ჩემთვის

დაახლოებით მაგ პერიოდიდან სულ ვკითხულობდი ამ თემებს ფორუმზე და ყველა დადებითი მაიმედებდა და მახარებდა. მეც ქეთისთან გავიკეთე ინვიტრო და პირველივე შედეგიანი იყო. ახლა ორის ხდება ბავშვი და ნელნელა მეფიქრება მეორეზე, გაყინული მაქვს ფიფქები.
ძალიან მიხარია ზოგადად ზედმეტად ფიქრი რომ არ დავიწყე და დრო არ ვაცდინე. სადღაც მარტში მივედი ქეთისთან, იმავე დღეს გამიშვა ანტიმიულერზე, მილებზე და ეხოზე. ანამნეზიდან გამომდინარე (ენდომეტრიოზი, 1 მილი ნაწილობრივ გამტარი, მეორე ამოღებული საკვერცხესთან ერთად) მიტხრეს, შეგვიძლია დავიცადოთ, მონიტორინგი და სტიმულაცია ვცადოთ და შეგვიძლია არ დავიცადოთ და ინვიტრო დავიწყოთო. მოცდა მობეზრებული მქონდა, დავიწყეთ და მაისის დასაწყისში უკვე დადებითი ტესტი მქონდა. რომ არ გამოსულიყო პირველი (რატომღაც მასე განვეწყვე რომ არ მენერვიულა), ეგრევე შემდეგი ცდა უნდა გამეკეთებინა.
ეხლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, როგორ სწორად მოვიქეცი რომ აღარ გავიწვალე თავი! ბავშვის გაჩენის მერე თავი არ დამიცვია არანაირად და რა თქმა უნდა ორსულობა მაინც არ დგება, ანუ ამ ჩემი ნაწილობრივ გამტარი მილისთვის რიმ მეცადა, ალბათ სამი ინვიტროს თანხა და ზემოდან მთელი ცხოვრების სამყოფი ნერვები დამეხარჯებოდა.
მაპატიეთ დიდი ტე1სტისთვის, ემოციები მომეძალა

)