დღეს ჩემთანაც ეხოს დღე იყო
გოგოებო მოკლედ ეს ბიოფიზიკური პროფილის ეხო გავიკეთე და,ჩვეულებრივი ეხო იყო +დოპლერი
აი ამას ეძახის ჩემი ექიმი ბიოფიზიკური პროფილის ეხოს
ეთქვა დოპლერი და ამდენს აღარ ვიმკითხავებდი
დოპლერი ხო 26 თუ 28კვირიდან კეთდება, ადრე სერგოს ძალით გავაკეთებინე 24კვირაზე
მოკლედ დღევანდელი დოპლერით 10ქულიდან 10-ით შეგვაფასა,ყველაფერი ნორმაშია.
ჩემი გოგო 2.700გრ დამხვდა❤️ ცოტა დიდიაო
ყელი34მმ პლაცენტა მე-2ხარისხი. წყლებიც ნორმა.
ჭიპლარის შემოხვევა ისევ აქვს ერთჯერადი.აწი რაღას მოიხსნის,მთავარია მეორე კრუგზეც არ შემოიხვია
სიმფიზის ძვალი დღეს პირველად გამიზომეს 7მმ
დავრჩი დღესაც ფოტოების გარეშე

სულ შეტრიალებული როგორ მხვდება ვგიჟდები