adelineeleonoraa12345მოვედი და რა თქმა უნდა ჯერ თქვენთან შემოვქანდი
აბა როგორ ხართ?
ჯერ ვიყავი ჩემს ენდოკრინოლოგთან, შევამოწმეთ ყველაფერი, ჰორმონები არის მშვენივრად, კოაგულოგრამაც კარგი, პროგესტერონიც შევიმოწმე მაგრამ ნორმებში ორსულის მაჩვენებლები არ ეწერა, ცოტა დავიბენი, ეგ ჩემი ინიციატივით ჩავაბარე და რადგან ვერ მივხვდი ორსულისთვის კარგი იყო თუ არა ვიკადრე და გავქანდი გინეკოლოგთან

ეხოზე მაინც გამიშვა, ყვითელი სხეული უნდა ინახოსო, ექომ აჩვენა ღრუში სანაყოფე პარკი,მარჯვენა საკვერცხეში ყვითელი სხეული 18.77 მმ-მდე, და ერთ კვირაში დამიბარა კიდევ, მე ისედაც მაგ ვადაზე ვფიქრობდი გადაღებას, დღეს უბრალოდ ამ პროგზე მივქანდი მაგრამ რახან ჩათვალა საჭიროდ გადავიღე.
ჰო,პროგესტერონი დამინიშნა 10 დღე, კუნთში გასაკეთებლად და მერე უტროჟესტანი ყოველ 12 საათში, ამიხსნა რომ მე რახან ჰისტერო მაქვს გაკეთებული ეს აუცილებელია