სალამი გოგოებო,
ვინც ფბ ჯგუფშია კი ეცოდინება ჩემი ამბები, ღუდუშაურში ვიწექი 4 დღე შაბათს გამოვეწერე
მოკლედ ვისაც ეშირიხია კოლი გაქვთ ასი თვალი და ასი ყური გამოიბით, თუ ანტიბიოტიკებს ვერ იღებთ სისტემატიურად იკონტროლეთ თორე ეგ ისეთი ოხერი რამეა მაგის გამო მოვხვდი საავადმყოფოში.
თავიდან ამომივიდა 10^5, იმ ვადაზე ანტიბიოტიკები არ მინდაო ექიმმა და მცენარეული რაღაცეებით ვიმკურნალე, ჩამოვიდა 10^3-ზე, ეს უკვე უსაფრთხო ნიშნულიაო და კვლავ მცენარეული გავიმეორო ერთ თვეში, უფრო სწორედ ახალი დაწყებული მქონდა განმეორებითი მკურნალობა, როცა სიცხეები დამეწყო, თავიდან ვირუსი მეგონა და მეორე დღეს 39 სიცხით მოვხვდი ღუდუშაურში. აღმოჩნდა რომ ჩემ ეშირიხიას მოუმატია, გახდა 10^6 და ინფექცია აღმავალი გზით ასულა თირკმელებში, დამხვდა გასიებული თირკმელები და სიცხე რომელსაც ვერ მიგდებდნენ ორი დღე. დამჭირდა უამრავი გადასხმა, ანტიბიოტიკი და ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვარ გამოსული.
ღუდუშაურის უკმაყოფილო არ ვარ, მართლა ძაან ყურადღებიანები იყვნენ თერაპიულ განყოფილებაში, ერთი ექთანი გოგო იყო თვითონ 21-ე კვირის ორსული, 24 საათიან მორიგეობაში და დავიწვი იმის ცოდვით

შესვლისთანავე გადავიღე ღუდუშაურში სამეანო ექო და გამოსვლისასაც გადავიღე, მაგათი აპარატურის რა ვთქვა ბავშვს ძლივს ვხედავდი არადა 20 კვირისაა, მაგრამ რადიოლოგმა და გინეკოლოგმა ბავშვს ყველაფერი წესრიგში აქვსო, ეგ კი არა იმდენი გადასხმებისგან 4 დღეში 50 გრამი მოიმატა, ნუ რავი ექოს მიხედვით ყოველ შემთხვევაში

)
ესე ცხოვრებაში არ მინერვიულია 39ზე რომ ამივიდა სიცხე წამალ დალეულზე თან, მეთქი მოიხარშა ჩემი ბავშვი და ეგაა, მაგრამ ძლიერი აღმოჩნდა ჩემი ბაო
ხო ერთადერთი სიმტომი რაც მქონდა წელის ძლიერი ტკივილი იყო მაგრამ მე იდიოტი ვერ მივხვდი, ჩვეულებრივი ამბავი მეგონა მუცლის გაზრდისას ეს ტკივილები და ვარჯიშებსაც კი ვაკეთებდი რომ ხერხემალს დატვირთვა შევუმსუბუქოთქო
This post has been edited by sunny_flower on 16 Sep 2019, 17:36
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება".....................