ხო ეგაა ყველაზე საოცრება, მე რაღაც ორი ინფორმაცია მაქვს წაკითხული ინტერნეტში და იმით ვიცი, რომ მაინდამაინც ყველას 28 იანი დღიანით არ უნდა უანგარიშო და ამდენი წლებია მუშაობენ და როგორ არ ფიქრობენ , რომ ასეთი ვარიანტებიც არასებობს, როცა ზუსტად ციკლს ვერ მიყვები?
რომ მივედი ექიმთან, სისხლის ანალიზის ჩაბარება მინდოდა, იქეთ ვეუბნეოდი, ეხოზე არ გამოჩნდება ჯერ ძალიან პატარაა , გუშინ ძლივს დააფიქსირა ტესტმა მეთქი.
და არაო, გაიგიჟა თავი , უკვე ციკლით 7 კვირა გამოდის ეხოზე ყველა ვარიანტში დაფიქსირდება, მიდიო.
მივედი და არაფერი რო არ აჩვენა ეხომ , ისე გავბრაზდი აღარ შევსულვარ იმ ექიმთან. მეტი საქმე არ მქონდა ახლა მაგის სისულელეებს მოვუსმენდი კიდე.
მერე მეორე დღეს წავედი სხვა კლინიკაში, ჩავაბარე სისხლი, და სისხლის ანალიზით დადასტურდა ფეხმძიმობა,
მაგრამ იმ ექიმმა თქვა ჯერ ძალიან პატარაა, ეხოზე არ გამოჩნდება, ორ კვირაში მოდი და გავაკეთოთ ეხოო.
ორ კვირაში ზუსტად დააფიქსირა ეხომ გულისცემაც და ყველაფერი. და დღემდე ყველა ეხო ზუსტად ორ კვირიან სხვაობას აჩვენებს.
რა ვიცი უნდა დაეწიოს ციკლის ვადას კი ამბობენ, მარა 30 კვირის ვხდები და არ დაწეულა ჯერ.
ხოდა ეგ მაგიჟებს რა ამხელა გამციდლება აქვთ და ელემენტარულზე არ ფიქრობენ, სტანდარტულად მიყინული ტვინები რო აქვთ.
პ.ს: ისე ეგეთ ნეგატიურ გრძნობებეს რომ გიღვიძებს ისეთ ექიმთან აღარ უნდა მიხვიდე.
ერთ ერთ პოლიკლინიკაში წავიკითხე ადრე და ძალიან მომეწონა:
"თუ ექიმთან გასაუბრების შემდეგ , თავი უკეთ არ იგრძენი, ის ექიმი არ ყოფილა. "
ხოდა ასეც ვიქცევი, თუ ექიმი არ მომეწონა პიროვნულად და ტაქტიანობით, იმასთან აღარ მივდივარ.
This post has been edited by VAMPIRE_W on 3 Nov 2019, 21:05
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...