VAMPIRE_Wაშკარად ანალიზის აღების წესიც დაირღვა შენთან და დარწმუნებული ვარ მართლა არასწორია ეგ შედეგი.
ჰემოგლობინი მე 2 კვირა ვსვი სორბიფერ დურულესის საპროფილაქტიკო დოზა ( ერთი აბი) და 113დან 124-ზე ამეწია ამიტომ ჩემმა ექიმმაც მომიხსნა და მეანმაც აღარ გინდაო. ზოგადად ჰემოგლობინზე პრობლემა არ მქონია მეც არასდროს. ვცდილობ ხორცი ვჭამო ყოველ დღიურად და ეგაა.
gvanci25აი პირველი შესასრულებელი მისია ახლა შენთვის არის 12 კვირის ეხოს გადალახვა, ამის მერე წამოვა ნელ-ნელა სიმშვიდე თუმცა რომ გითხრა რომ ბოლომდე მშვიდად ხარ და საფიქრალი არ გექნება, ეგ ტყუილი გამოვა, ორსულობა თავისთავად ნიშნავს ათას რამეზე ფიქრს და როგორც ამბობენ დედობა უარესია ამ კუთხით

ასე რომ, მოვემზადოთ :დ ❤️
* * *
Mybabyაი ეგ წვრილმანები ერთი შესვლით ვიყიდე აფთიაქში, ჩამოწერილი სია გქონდეს და უცებ აიღებ რა, არაა ეგ პრობლემა, გვირილა და ჩერედაც ვიყიდე აბაზანისთვის პაკეტებში, ბამბა, ყურის ჩხირი, წყალბადი, სპირტი და ასეთები, მინი "აპწეჩკა" რომ ქონდეს ბავშვს თავისი.
გოგო პაკეტები მე ოლვეის პლატინა მიმაქვს, ბელა და ასეთები ფიზიკურად არ მიძლებდა არასდროს, არაორსულობამდეც და მშობიარობის მერე 10 წუთი ვერ გამიძლებს, ბევრი მქონდა ხოლმე სულ და მეეჭვება ახლა რამე შეცვლილიყო)) ოლვეის პლატინას ზედაპირი ბამბის აქვს და არ მიღიიზიანებს, სამაგიეროდ შეწოვა აქვს ძლიერი.
ისე სამშობიაროშიც რამე ძლიერს მოგვცემენ სავარაუდოდ და ვნახოთ ისიც აბა.
თუსიისედაც ხარჯიანია ორსულობა და კიდევ დამატებით კრემებში როცა ბანაობა გიწევს, ვეღარ იყიდი 100 და 200ლარიანებს, დაგენანება მერე მაგისი ყოველდღიურად დიდი დოზით წასმა მთელ ტანზე, კი კი მე კმაყოფილი ვარ, არანაირი სტრიის ნასახი არ მაქვს არც მუცელზე და არც არსად
Rebel=))საჭირო ნივთია კი, სრუტუნის დროს, ხველის დროს და ა.შ პირველ რიგში ინჰალაციას ურჩევენ ხოლმე პედიატრები.
მე მაქვს ომრონის, ხან მე ვიკეთებ ( დიდად კი სასწაულს შვება ჩემზეთქო არა ნაღდად) ხან ჩემი ქმარი, ერთი თავი მოყვა საბავშვო და მაქვს უხმარი, მაგას გამოვიყენებ.