გოგოებო მოვედი ჩემი სამშობიარო მოგონებებით. სულ თავიდან დავიწყებ, თავიდან სტანდარტულად გავიგე გადაცდენით რომ ორსულად ვიყავი, მალევე მეუღლესაც ვახარე და წავედით ეხოსკოპიაზე, მივედი ჩაჩავაში და ტატიშვილმა მომასმენინა გულისცემა, აი მანდ მივხვდი რომ დამერხა, ამაზე სასიამოვნო არაფრი არ მქონდა მოსმენილი და ვხვდებოდი რო ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაფერს ვიზამდი ამ გულისცემისთვის, გამოსვლისას მითხრა ცოტა სანაყოფე ბუშტის დეფორმაციაა და ორ კვირაში მაინც მოდიო, შევედი გინეკოლოგთან და მეუბნება ძალიან ჩვეულებრივად, ისე თიტქოს არაფერიაო - უი ალბათ მოგეშლება, არაუშავს ახალგაზრდა გოგო ხარ,კიდე დაორსულდებიო, აი დედასვფიცავარ ეხლაც რო ვწერ ცუდად ვხდები ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა, ორი კვირა გავატარე ტირილში, ყოველწამს ველოდებოდი მოშლას, ორ კვირაში მივედი მათითაშვილთან რომელმაც ეგრევე დამამშვიდა ეგეთი დიაგნოზი არ არსებობს, ეგ სისულელე ვინ გითხრა, მშვენივრად არის ყველაფერიო (სხვათაშორის მერე შარიქაძემაც იგივე ტქვა). მოკლედ აქედან დაიწყო ჩემი ორსულობა, თავისი ტოქსიკოზებით, მცირე პრობლემებით მაგრამ საერთო ჯამში საოცარი პერიოდი. მეცხრე თვემდე საკმაოდ აქტიური ორსული ვიყავი, როგორცკი ტოქსიკოზმა გამიარა დავიწყე ბეევრი სიარული ფეხით და მეცხრე თვემდე ეგრე გავატარე, სანამ არ აცივდა. ბოლოს უკვე დავმძიმდი თან ციოდა და ესე მშვიდად დავიწყე მშობიარობის მოლოდინი (სამსახურში დავდიოდი ბოლო კვირამდე). მოკლედ როგორციქნა მოვიდა 39-ე კვირა, ჰერაში ვარ დაბარებული ღოღობერიძესთან რომ ხელით გამსინჯოს, მოვედი და მეუბნება, უი ყელის გახსნა დაწყებულია ან დღესვე მობრუნდები ან ხვალ ზეგო, თუ არ დაგეწყო ამ სამ დღეში მაშინ მოდი პარასკევს და უკვე დაგაწვენთო. გამოვედი და ეგრევე გული ამიჩქარდაა, რაღაც არ თითქოს არ ველოდი მიუხედავად იმისა რომ უკვე ისე მინდოდა გოგოშკას გაჩენა ხან ანანასებს ვჭამდი, ხან შავ შოკოლოადს, ხან ზაფრანას ნაყენს და ა.შ.

მოკლედ სამი უგრძელესი დღე ველოდე რომ ქალბატონს მოსდომებოდა გამობრძანება, ამ სამი დღის მანძილზე სულ მეჩვენებოდა რო მეწყებოდა, სულ მქონდა ყრუ ტკივილები, სულ სტარტზე ვიყავი გამოსაქცევად.ხუთშაბათს საღამოს რატომღაც უკვე ნერვებმა მიმტყუნა ერთი კარგად ვიბღავლე და დავწექი დასაძინებლად იმის მოლოდინში რომ მეორე დღეს წყნარად ავდგები და მივალ სამშობიაროდ. მაგრამ თურმე უზნეო ბრძანდება ქალბატონი, ამდენი ხანი იცადა და ღამის ხუთ საათზეგადაწყვიტა რომ უნდა უკვე გამობძანება. გამაღვიძა ტკივილმა, რომელიც მივლიდა და ავდექი,ეგრევე ცოტა წყლები დავღვარე. გავაღვიძე ჩემი მეუღლე და წამოვედით ჰერაში. მოვედით და სოსო უკვე ადგილზე იყო, სხვა მშობიარეც ყავდა, გამსინჯა და ორ თითზე ხარ ჯერო, მიუბრუნდა ექთნებს რაღაც წამალი უტხრა ეს დააკევინეთო. ნუ დავლიე ეს წამალი წავედი ბლოკში, შემოდის კიდე მსინჯავს და უკვე 2.5 თითზე ვარ, ეგრევე მკითხა გაუტკივარებაზე რას შვებიო, მე გადაწყვეტილი მქონდა გაკეთება და ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ალბათ ჩემ ცხოვრებაში. შემოვიდა ანესთეზიოლოგი და სანამ მომამზადა ნემსისთვის უკვე საკმაოდ მომიძლიერდა ტკივილები, გამიკეთა გაუტკივარება და სხვათაშორის ისე რომ აი ჩხვლეტაც კი ვერ ვიგრძენი და ტკივილი საერთოდ გაქრა, ესე ბედნიერად გავატარეთ მე და ჩემმა მეუღლემ სამი საათი, ხან სელფებს ვირებდით, ხან ვჭორაობდით და ა.შ. სამი საათი გავიდა და უკვეე ვგრძნობ რაღაცას, აი თითქოს რაღაც მაწვებასავით (ტვალეტში რომ გინდა ზუსტად ეგეთი შეგრძნებაა), შემოვიდა სოსო და უკვე სრული გახსნაა აღარ დაუმატოთ გაუტკივარებაო, აი აქ დაიწყოო საკმაოდ რთული 40 წუთი. მეუბნებიან აი რო მოგივლის გაიჭინთეო, მეც ვცდილობ გავიჭინთო და ყოველი შემდგომი გაჭინტვა უფრო და უფრო მტკივნეულია,ბოლოს უკვე თავი ჩამოსულია, ვგრძნობ ძვლებში და აი მანდ დამერხა, ტკივილისგან ბოლომდე ვეღარ ვქაჩავ რომ გავიჭინთო, ძალა არ მყოფნის, ბევრი რომ არ გვაგრძელო ბოლოს ჩამჭრეს. აი ჩაჭრის მერე უკვე ერთ ჭინთვაში გამოძვრა გოგოშკა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქმარი რომელის გავაგდე არმინდა მიყუროთქო თურმე კარებიდან იჭყიდება, როგორცკი დაიწყეს გამოძვრენა ქალბატონის ეგრევე შემოქანდა და გოგოშკამაც არ დააყოვნა ეგრევეე მორთო ჯღავილი. აი არვიცი ეს რა წამი იყო, ვერაფერს ვერ ვადარებ, გაოგნებული ვიყავი, ეგრევე ყველა ტკივილი მიმავიწყდა და ხან ატირებულ ჩემ ქმარს ვუყურებ, ხან პატარა გრძელთმიან ზღარბს და ხან ვერაფერს ვერ ვხედავ ცრემლებისგან, გაწმინდეს და გულზე დამაწვინეს, ვსო ამის მერე როგორ გამოვიდა პლაცენტა, როგორ მკერავდნენ კაი ხანი და ა.შ. აი არაფერი აღარ მაინტერესებდა, სხვა სამყაროში მოვხვდი ეგრევე. თან რაღაც სიტყვები მესმის გაკერვისას რომ თითქოს რაღაც უჭირთ მაგრამ აი ისე ვარ მართლა აღარ მაინტერესებს არაფერი, მეტირება გიჟივით თან ჩემ გოგოს ვკოცნი. ბევრი რომ არ გავაგრძელო 4 ნაკერი დაგჭირდაო, რომლებიც ეხლა ამ წამს საკმაოდ მტკივა, მაგრამ აი ამ არსებისთვის რომელიც ეხლა გვერდით მიწევს მშვიდად ყველაფერი ღირდა. რაც შეეხება ჰერას, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მაქვს ჯერ-ჯერობით, სოსომ ძალიან კარგად წაიყვანა პროცესი,ა რ მომშორებია გვერდიდან და წყობიდანაც არ გამოსულა მიუხედავად იმისა რომ რაღაცას აშკარად ვერ ვაკეთებდი სწორად. ბებიაქალიც ძალიან კარგი, სულ მეფერა, გამიმართლა და ლუქსი თავისუფალი დამხვდა და აქ ვწევართ,კვება ნორმალური, ექთნებიც გაქცევენ ყურადღებას, ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევანით. რამე თუ შეიცვლება ამ სამ დღეში მაგასაც დავწერ აუცილებლად