bbb5მადლობაა:*
narkozeliგვანც,მადლობა საყვარელოო

რას შემოვიდოდი გოგო,წუთი არ მომიხუჭავს თვალი არც მე და არც ჩემს მეუღლეს.მეგონა ხსენი საკმარისი მქონდა და ამაში აქაური პედიატრიც დამეთქნხმა და თურმე ბავშვი რომ ტირის და სულ ძუძუზეა ეს კითხვის ნიშანს არ იწვევს,ბუნებრივი თემა ყოფილა პედიატრის თქმით და ბოლოს აღმოჩნდა,რომ საკმარისი კი არა მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს. კლებაშია წასული. მოკლედ ასე..გადავიყვანეთ ხელოვნურზე და პლიუს რაც მაქვს იმ ხსენსაც ვაჭმევ. ბავშვი უწყნარესია და რაც ვერ იღებდა საკვებს ისე წუწუნებდა და სულ ტიროდა გავგიჟდი მეთქი ახალშობილს სულ უნდა ეძინოს და ჭამოს და რამე სხვა ხომ არ აწუხებსთქო,სულ ეჭვებში ვიყავი,მაგრამ ყველა ერთი და იგივეს რომ გეტყვის ბუნებრივია ასეთი მდგომარეობაო შენც იჯერებ. ბავშვი 3,5 დაიბადა,52 სმ

აუუუ ისეთი ტკბილია ისეთიიიი,აი ენით ვერ გადმოვცემ

დღითიდღე უფრო მაგიჟებს და იფრო მიმუშავდება მისი დაცვის უნარი,მზად ვარ ყველა გადავჭამო თუ რამეს დაუშავებს მას))))უკვე ავყარე ჩემი ოფოფები,მაგრამ იმ ერთთან ორშაბათს ავყრი კიდევ. გვანცა,ჩაჩავაში როგორი იყო? ვინმე მოვიდა და გასწავლა როგორ უნდა მოსცე ძუძუ? აკმაყოფილებს თუ არა რძე ბავშვს და გავსინჯეს თუ არა რამდენად საკმარისი ხსენი გქონდა? ამას გავიძახი შემოსვლის დღისან და ყურადღებას არ უთმობენ ამ საკითხს. და კიდევ,როგორც მითხრა ერთ-ერთმა ხელოვნურის დროს ყოველ დღე 10 გრამს უმატებ კვების დროსო და ვერ მივხვდი. 1 თვეში კი მაგრამ რამდენზე ავათქო? და ბავშვი რამდენსაც შეჭამს შეჭამსო)))) გეფიცები ან მე ვარ დებილი, ან ესენი. რას ქვია ბავშვი რამდენსაც შეჭამს.კვირის ან თვეების მიხედვიტ არ უმატებენ კვებას? 3 კვირაში 210 გრამი უნდა ჭამოს ახალშობილმა? ამიხსენი რა ეს საკითხი სანამ კომპეტენტურ პედიატრთან წავალ ჩემი მემართება.
* * *
tako_91თაკო მადლობა დიდი:*იგივე გრძნობა გელის წინ,უბეეედნიერესი გრძნობაა რომ აჩენ,ხმა გესმის და რომ დაინახავ პატარას ხომ საერთოდ
* * *
რადგან ჩემი გიჟი დედის ხასიათი ჩამოვიყალიბე და სულ ბავშვის ცქერაში ვარ,ეხლა განსაკუთრებით ძილში არ ამოაქარვოსთქო და ესეთები მჭირს)))) დავწერ ჩემს მოგინებებსაც და საკეისროს ვინც აპირებთ პაწუა რჩევებსაც

მოკლედ,9 თვე ვიძახდი აუფ ფიზიოთი უნდა გავაჩინოთქო და მართლა ყველანაირად ბოლო დღემდე მზად ვიყავი,მაგრამ აი წინასწარ არაფერი უნდა თქვა ადამიანმა)))) ზუსტად ბოლო დღეს გადავწყვიტე ძალიან სწრაფად საბოლოოდ და მტკიცედ,რომ ბავშვის გამო წავსულიყავი საკეისროზე. ნატამ მირჩია და არ ვიცი მემგონი მართალიც გამოდგა,რადგან ფიზიოთი ან ძალიან მარტივად გავაჩენდი,ან რთულად,წინასწარ ხომ არ ვიცით ვის როგორი მსობიარობა ექნება(ნუ ყელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,გინეკოლოგები ყოველთვის მეუბნებოდნენ იმდენად კარგი ყელი გაქვს ადვილად იმსობიარებო,მაგრამ მაინც დგება “მაგრამ”-ის მომენტი

). მოვედი დაგეგმილ დღეს ჩალაგებულ-მოკეპწილი,წინასაოპერაციო დოკუმენტები გავიარეთ სტანდარტულად,ამაცუხცუხეს მოსაცდელ ოთახში სანამ ბლოკში შემიყვანდნენ,ერთმა ძალიან კარგმა ექთანმა მეუღლეც შემოუშვა,სხვებმა არ შეიძლებაო და ამ ქალმა მიჯიგრა და დაიწყო ჩემი მომზადება)))) ფეხზე ბინტები,ვნაში კათეტერების ჩადგმა და ვფიქრობ:”ვაიმე თავი რა შარში გავყავი,ნეტა ისევ ფიზიოზე წავსულიყავითქო”)))) კათეტერის ჩადგმაზე რომ ამას იფიქრებ)))))ერთს ვენაში გიყენებენ და ერთს ხელის მტევანზე,ისიამოვნოა მეტი არაფერი.უბრალოდ მაინც ეტყობა თავისებურ ემოციებში ვიყავი,თორემ ზოგადად ტკივილს ვუძლებ
* * *
ნაწილ-ნაწილ ავტვირთავ,აქ ჩემს გარდა მაინც არავინაა)))) ხოოდააა..ამიღეს ანალიზები და ის საყვარელი ექთანი შემოვიდა აბა წავიდეთ ბლოკშიო. გულმა ფანცქალი დამიწყო,ეს ხო ის მომენტია,როცა გააზრებულად იცი რომ რამოდენიმე წუთში შენს შვილს ხვდები,რომელსაც ამდენი ხანი ელოდე და 9 თვე სულ იმის ფიქრში გაატარე,რომელ ეხოსკოპისტთან ჯობდა წასვლა და ექიმთან,რომ შენი პაწუასთვის არაფერი მოგეკლო,კარგად გამოგეზარდა მუცელში და რავიცი ყველა ეხოს წინ გულისფანცქვალით რომ შევდიოდი ხომ ყველაფერი კარგად დამხვდებათქო

შევედით ბლოკში,დაიწყეს მომზადება,სპინალური მეგონა ძალიან რთული პროცედურა და აი საერთოდ არაფერი იყო,ერთი წკაპ და ვსო გავაკეთეო ანესთეზიოლოგმა

ერთი რაც უსიამოვნო იყო საკეისროს მომზადებაში-კათეტერების ჩაყენაბაა ხელში,და ეს რომ ვინმეს უთხრათ რთულიაო გასკდება სიცილით))) შემოვიდა რეზო თავისი დამხმარეებით,სპინალურის გაკეთებიდან ზუსტად 3-4 წუთში კარგად შეგრძნებას წელს ქვემოთ,ცოტა რთული მომენტია ფეხის აწევა რომ გინდა და საერთოდ გრძნობა არ გაქვს

ანესთეზიოლპგი იყო უუსაყვარლესი და ძალიან კარგი სპეციალისტი.ჯერ ხომ მართლა უმტკივნეულოდ გამიკეთა და მეორე,თავთან მეჯდა და მეუბნებოდა რა და როგორ მიმდინარეობდა:აი ეხლა მალე ამოიყვანენ,ეხლა ცოტა ქაჩვის შეგრძნება გექნება და არ შეგეშინდესო,აი აი და მივიდა იმ მომენტამდე,რომ მითხრა:” აი ეხლა ამოიყვანესო”

ეხლაც მეტირება

თუ ამოიყვანეს რატომ არ ტირისთქო ვეკითხები ანესთეზიოლოგს,რადგან მე ვერაფერს ვხედავდი გარდა ჩემს წინ მწვანე ფარდისა და რეზოს და მისი დამხმარის თავისა

ყველაფერს თავისი დრო აქვსო,დამშვიდდიო და კოდეც დასცხო ტირილი.აი ამ ხმის გაგონებაზე არ ვიცი გოგოებო რა დამემართა,ეს ჩვეუკებრივი ბავშვის ტირილი კი არ იყო, აი განსაკუთრებული,ვერ ავღწერ და და გადმოვცემ სიტყვებით რა გრძნობაა როცა ბავშვს აჩენ და მისი ხმა გესმის

9 თვე რომ ბავშვი გისმენდა მერე აი შენ რომ იგებ მის ხმას არაამქვეყ იირი ბედნიერება მოდის შენთან

ტირილი ამივარდა ბედნიერებისგან.ბავშვი არ დამანახეს,.გ კი არა საათისთვის შეხედავა დამავიწყდა))) ყველაფერს იწერენ,წამებსაც კი,მაგრამ იმდენად სხვა განზომილებაში ვიყავი,საათის ყურბა დამავიწყდა.
* * *
ბავშვი კარგადააო მითხრეს და დაიწყეს ოპერაციის დასრულება.მაინც გულში მეშინოდასავიტ კლექსანის მოქმედება და არანაირი გართულება არ მოჰყოლია მას.მსვიდობით ჩაიარა საკეისრომ,არანაირი სისხლდენა და მსგავსი. ცოტა ხანში შემოვიდა ერთი ქალი და 3,5 და 52 სმ.დაიბადაო და ძალიან გამიკვირდა,რადგან 1 კვირით ადრე 2,9 იყო წონით.ბოლო კვირას აკრიფა წონაში როგორც სჩანს და მე რომ ფიზიოლოგიურად მემშობიარა კი გასცდებოდა 4 კილოს. გადამიყვანეს ინტენსიურში,შემდეგ პალატაში და დადგა ნერი ჩემს შვილთან შეხვედრის

მოდის ექთანი და მოაქვს ბავშვის კალათა.ამომიყვანა და უცებ მომიწვინა მკერდზე და ეცა ძუძუს)))აი ამ მომენტიდან ვიგრძენი,რომ დედა ვარ და ჩემი შვილი მეწვა მკერდზე,ჩემი გაჩენილი და ჩემი სისხლი და ხორცი

მეუღლეც რა თქმა უნდა გვერდით მყავდა,და შევცქეროდით ამ პატარა მაიმუნჩიკ ბავშვს,რომელმაც ის დღე დაუვიწყარ დღედ აქცის ჩვენთვის

რომ ამბობდნენ უნდა შეიგრძნო,სხვანაირად ვერ გადმოსცემ ამ დიდ ბენიერებასო-ნამდვილი სიტყვები ყოფილა. ხოდა ყველა ქალს, ვინც ელოდება,ვინც ემზადება დედობისთვის,ვისაც დიდი ხანია უნდა შვილი და ნერ არ ჰყავს,ყველას აბსოლუტურად ვუსურვებ აი ამ გრძნობის განცდას

ეხლა ამ ტექსტს ვწერ და გვერდით კალათაში მშვიდად სძინავ ჩემს პრინცს,მართლა პრინცია გოგოებო)) ჩემთვის ყველაზე ლამაზი, დახვეწილი,საყვარელი და სულ რომ უნდა უყურო და ტკბებოდე ისეთი ბიჭია ეს

გაგვაგიჟა მეც და მამამისიც

ძააალიან დიდი ტექსტის წერა გამომივიდა,მაგრამ ნაკლებად ვერ დავწერდი

ეს ჩემი ისტორიის ყველაზე განსაკუთრებული ნაწილია,ველოდებოდი დიდხანს და უფალმა მე დედობის მადლი და ბედნიერება მომცა,ეს ყველაააზე დიდი ბედნიერებაა ქალისთვის.ზოგადად უძილობას ვერასდროს ვიტანდი,მაგრამ თუ დაიკერებთ,მაინც ჩიტივით ვარ

ერთ მაგალითს მოვიყვან და ვრჩები წერას)))) საკეისროს მეორე დღეს გაყენებენ ფეხზე,ჩემთან შემოსვლა ცოტა დააგვაინდათ,ალბათ 1-2 ზე შემოვიდნენ,ჩემი მეუღლე გასული იყო საბუთების მოსაგვარებლად და პალატაში მარტო დავრჩით მე და ცუცქნა

ეძინა,წესით არ უნდა გაეღვიძა ადრე.მე ნაკეისრალი ვერც ვინძრეოდი საწოლში ერთ მდგომარობაში ვიწექი.უცებ დასწჭექა და სიტყვებით რომ ვერ გავაჩუმე,არ ვიცი რა ძალა მომეცა უცებ,ფეხის ტერფებით ჩავებღაუჭე საწოლის ბოლოს,ხელებით დავეყრდენი გვერდითა რკინებს და უცებ წამოვჯექი,ტკენაც ვერ ვიგრძენი,ავიყვანე კალათიდან და ხელებში დავიწყე დაწყნარება))) ნაკეისრალზე ამ ილეთის გაკეთება, თან როცა 1 დღეც არაა გასული ცოტა რთულია,თან უქამროდ)) მოვრჩი და აღარ შეგაწყენთ თავს
რჩევას მივცემ ვისაც საკეისრო აქვს გადაწყვეტილი:
1.წინასწარ გაამზადეთ თქვენი შვილის ტანსაცმელი რაც უნდა ჩააცვათ ბლოკში ბავშვს-ცალკე პარკით.მე მქონდა წაღებული:.ქუდი,უფეხო და გრძლმკლავიანი/მოკლემკლავიანი ბოდე,ნასკები და მთლიანი ბოდე-პოლზუნკა.ეს დაგჭირდებათ პირველი ჩაცმა.
2.საკეისროზე ზოგი ისეთ ლეგენდებს ჰყვება,რომ ურთულესია და ა.შ. ტყუილია. სულ ორჯერ გავიკეთე გამაგუჩებელი,მეორედ ძალით გამიკეთა ექთანმა გინდა თუ არა აგტკივდებაო და დამარჭო მაინც.ორგანიზმზეა პირველ რიგში დამოკიდებული.მე მეორე დღეს რომ ავდექი,ავდექი და ავდექი. თუმცა გირჩევთ ქამარი შეიძინოთ და ისე ადგეთ,ცარიელი მუცლით გავიჭირდებათ. მაგრამ იმასაც. იტყვი,რომ საკეისრო მაინც ოპერაციაა.
3.ყველანაირი. ივთი წაიღეთ სამშობიაროში,არ იცით რა დროს რა დაგჭირდებათ:ბოთლი,სოსკა,ბავშვის სველი სალფეტკი(წყლის სალფეტკს ვიყენებ და ჩემი მერჩია),ანუ ზედმეტად გირჩევნიათ გქონდეთ,ვიდრე დაგაკლდეთ და მერე მოგიწიოთ სირბილი.
4. თავიდან იყენებთ ძალიან დიდ საფენებს-პამპერსივით,ამიტოკ გაითვალისწინეთ ტრუსის ზომაც ასეთი პამპერსი რომ ჩაეტიოს. 2-3 დღე გექნებათ ჭარბი გამონადენი,მერე იკლებს.მე 7 წვეთიანი მქონდა წამოღებული და მასეთი ჯერ არაო და ამომაცვეს პამპერსი)))
5.ასევე,3 წყვილი ახალი პერანგი მქონდა ჩადებული ჩანთაში,თუმცა ამდენი ჭარბი გამონადენისთვის მერჩია ამათი პერანგი მეხმარა,რადგან დიდი შანსია დასვრის.