ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას

ვერც გადმოვცემ ისე ვარ

თითქოს ჩემს თავს არ ხდება ეს ყველაფერი
თუ რამე შეიძლებოდა გამეკეთებინა ყველაფერი ვცადე, თქვენი რჩევით ივლისი-აგვისტოში გავიკეთე ჰისტეროსკოპია ინვიტროში გიორგი დოლიძესთან და აღმომაჩნდა წვრილ-წვრილი პოლიპები რომელიც ექოზე არ ჩანდა, მცირე ჰიპერპლაზია და ვსიო. მის მერე დავიწყე სტიმულაცია ჩემი ინიციატივით, მე თვითონ ვმართავდი ექიმის გარეშე

პირველ ჯერზე წამოვიდა 2 დომინანტი და არაფერი, ამ თვეში წამოვიდა 3 დომინანტი და უნემსოდ გასკდა, ელეს რჩევით ნემსს არ ვიკეთებდი

გაამართლა
დრო გადიოდა და მეც ვისტრესებოდი, სულ ანალიზებს ვამოწმებდი რამე ნორმიდან გადაცდენა ხოარ იყო.
ვიღებდი D ვიტამინს, ფოლატს, CoQ10-ს 500მგ, მეუღლეს თვენახევარი რეპროპოლს ვასმევდი.
პარალელურად ვფიქრობდი, მეთქი ვსიო, ახლა თუ რაფერი გამოვიდა ინვიტროს გავაკეთებთქო, ფინანსებიც მოძიებული მქონდა და ნატოსთანაც შეთანხმებული ვიყავი.
ტესტის გაკეთებაც როგორ მესიკვდილებოდა თქვენ არ იცით

: ვითმინე ვითმინე და 2 დღის გადაცდენაზე წამებში ისე აინთო, გული ხელით მეჭირა.
ხეგე მეორე დღესვე გავიკეთე და 140.9 იყო.
დღეს ჩავაბარე კოაგულოგრამა, პროგესტერონი, ტსჰ და 17ოჰ.
ალბათ ცოტა კრიზისულ კვირებს რო გადავლახავ, მერე უფრო შევიგრძნობ ამ ბედნიერებას. ახლა მაინც მუდმივ შიშში ვარ
* * *
NankA2203ლედი1უღრმესი მადლობა გოგოებო
This post has been edited by Fiona2018 on 21 Nov 2019, 12:34