ისე რო ვაკვირდები ძალიან ცუდად ექცევიან ამ მშობიარე ქალებს ექიმები.
რამდენი ისტორია მომისმენია, და მეც პირადად რო ვესაუბრე ექიმს , მაქსიმალურად ბუნებრივად მშობიარობას აწვებიან.
აი ადრე სულ ეგრე არ იყო, ახლა მოგინდათ გაყუჩება? და რაღაც ასეთი კომენტარებია.
რა შუაშია ადრე რა იყო? ახლა თუ არის საშუალება ტკვილის შემსუბუქების , რატო უნდა მიაწვე მაინდამაინც ადამაინის ტანჯავს? სადისტები არიან თუ რა არის.
ან კიდე ჩახევა და რამე თუა გაკერვის დროს წესიერად რო არ უყუჩებენ.
ეგრე წლების წინ არ იყო ანესთეზია და ნარკოზი და ომში დაჭრილებს პირდაპირ ჭრიდნენ და კერავდნენ ,
მარა ახლა რო არის, ხო არავის არ მოსდის აზრად უნარკოზოდ გაუკეთოს ადამაინს ოპერაცია?
ხოდა რაღა ამ მშობიარე ქალების ტანჯვა წამება აქვთ მიზნად დასახული?
ქალების ბრალია ხმას რომ არ ვიღებით, უნდა დაიწყოს მაქსიმალური პროტესტი ასეთი დამოიდებულების წინააღმდეგ.
ბოდიშით უცნაური პოსტისთვის, უბრალოდ მართლა გაბრაზებული ვარ.
ჯერ იყო და გინეკოლოგმა მითხრა რად გინდა გაუკტივარება, მე მაქსიმალურად ბუნებრივ მშობიარობას ვაწვებიო,
მერეა და მეანმა მითხრა ჯდომით ბავშვი ბუნებრივად გააჩინე, ადრე სულ ეგრე იყო და რა გიჭირსო.
მართლა და მართლა , ადრე არ იყო ანესთეზია და თქვენც დაგჭრით და გაგკერავთ ოპერაციისას უანესთეზიოდ თუ კაია ვახ !
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...