Chloë.განვითარებაში არაფერი. გეტყვი ახლა მეცნიერულად დადასტურებული რაცაა :
1. დედის ანტისხეულებს ნამდვილად არ შეიცავს ხელოვნური რძე, ამიტომ ეს ანტისხსულები დედიდან ბავშვს ვერ გადაეცემა ( კარგი ამბავი ისაა რომ ეს ანტისხეულები სისხლში დედის რძიდანაც არ გადადის და მხოლოდ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს უგვარებს ბავშვს რეალურად) აი ხსენში რაც არის ის კი ნამდვილად უნიკალური ანტისხეულებია, ამიტომ, ხსენი ნამდვილად უდაოდ მაგარი რამეა ბავშვისთვის. ჩათვალე ეს არის პირველი აცრა.
2.ოდნავ მაღალი IQ აქვთ ძუძუს ბავშვებს მაგრამ ეს გამოწვეულია არა დედის რძით, არამედ წოვის პროცესისას დედასთან სიახლოვით ( ამ დროს დედა ელაპარაკება მას, უმღერის, ლექსს თუ ამბავს უყვება და ა.შ ამას თუ ბოთლიდან ჭამის დროსაც გააკეთებ, არანაირი განსხვავება არ იქნება ინტელექტის კოეფიციენტში
3. კუჭ-ნაწლავის პრობლემები ხელოვნურის ბავშვებში უფრო მეტია ( მარა აგერ ვარ მაგალითი რომ ჩემს ბიჭს არანაირი პრობლემა არ ქონია მაგ მხრივ, არასოდეს არც აშლია, არც შეკრულა და ინელებს უმარტივესად, მაშინ როცა ჩემს ნაცნობს ძუძუზე ყავს და დატანჯულია ბავშვი სულ შეკრულია ან აშლილი
4. ძუძუს ბავშვები უფრო თბილები იზრდებიან, რადგან მათ დედასთან უფრო მეტხნიანი კონტაქტი აქვთ. თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს დედა ბევრს მოეფერება და იკონტაქტებს შვილთან, ამ პუნქტშიც სხვაობა არ იქნება.
ძირითადი განსხვავება ეს ოთხია. ამის გარდა გაითვალისწინე ის რომ ხელოვნურის გამზადებას უნდა დრო, მეტი სისუფთავის დაცვა და რაც მთავარია ფინანსური ხარჯები

) მინიმუმ 300-350 ლარი თვეში მარტო ამისი კვება ჯდება მერე დაამატებ პამპერსი და ათასი უწი პუწი)) მოკლედ კვების ხარჯები დიდია. ძუძუ კიდევ უფასოა.
ხელოვნურის პლიუსები : შენ აკონტროლებ ბავშვი რამდენს ჭამს და რაც მთავარია თავისუფლად შეგიძლია წასვლა-მოსვლა და ბავშვის დატოვება. ასევე ჭამო რაც გინდა.
რეალურად ძირითად შემთხვევაში ხელოვნური კვება არის მხოლოდ დედის კომფორტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ვაჩეს კომფორტიცაა რადგან ხელოვნური გადასარევად მიიღო, გემოზე მოსწონს ძალიან, ნამატი კარგი აქვს და კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ აქვს. მაგრამ იცოდე რომ ეს მაინც გამონაკლისია უფრო, უმრავლეს შემთხვევაში ხელოვნურის ბავშვებს მონელების პრობლემა აქვთ, მერე უცვლიან ერთი ხელოვნურიდან მეორეს, გადადიან ერთი ფორმულადან მეორეზე ( ეს ხანდახან უფრო ბერავს და მეტ პრობლემას უქმნის ბავშვს მონელების მხრივ და მოკლედ წვალობენ გოგოები) ზოგ ბავშვს მერე წონის დეფიციტი აქვს, ზოგს პირიქით ზედმეტი წონა,ზოგს გემო არ მოსწონს და არ ჭამს და მოკლედ რომ ვთქვა გოგოების უმრავლესობა მაინც მისტირის ძუძუს რძეს. მარა გამონაკლისებიც ბევრნი არიან/ვართ.
მე არ შემიცვლია კვება, დაბადებიდან ერთიდაიგივეს ვაჭმევ.
* * *
პ.ს გოგოებო უსაყვარლესი ღიპუცები ხართ,ყველანი უმაგრეს ფორმაში ხართ ❤️❤️❤️ ბევრი მოეფერეთ ❤️❤️❤️❤️❤️
This post has been edited by narkozeli on 5 Dec 2019, 08:37