Chloë.ბოლოში იცის გამონადენმა მომატება,ნორმალურია.
gbs პოზიტიურის შემთხვევაში უშუალოდ მშობიარობის წინ ანტიბიოტიკს შეგიყვანენ კათეტერში.
bbb5მე თავიდანარ ვიჭრიდი მაგ ცრურწმენის გამო და მერე ისე გამიფუჭდა ბოლოები რომ მაინც შევიჭერი,მე6 და მე-9 თვეში

შეღებვითაც ვიღებავდი უამიაკოთი და ერთხელ მელირებაც გავიკეთე.
* * *
გოგოებო, ჩემი როგორც ახლა უკვე დედის ამპლუაში მყოფის ერთი მნიშვნელოვანი რჩევა (განსაკუთრებით პატარა ორსულებს, ვისაც ჯერ წინ გაქვთ მთელი ორსულობა) მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა გქონდეთ, მშვიდად იყავით, არ ინერვიულოთ ხოლმე ბევრი (მეც შემხვედრია ორსულობაში ბევრი სანერვიულო მაგრამ ძალიან ვაკონტროლებდი თავს, ყველას და ყველაფერს ვიკიდებდი ჩემი და ბავშვის გარდა), ეხოზეც თუ რამე ისე ვერ იყო, მაინც ოპტიმისტურ განწყობას ვიქმნიდი და ვცდილობდი სულ სულ კარგზე მეფიქრა,მშვიდად ვყოფილიყავი და ვეფერებოდი ჩემს ღიპუცას ბევრს.
რატომღაც მგონია რომ ბავშვი რომ ასეთი მშვიდი და წყნარი მყავს ამისი დამსახურებაცაა. უტკბილესი გასაზრდელია მართლა. გიჟდება მოფერებაზე. 2 თვის ხდება და ძილის რეჟიმიც კარგი აქვს, კვებისაც, არც დიდად ტირილი არ უყვარს, მოკლედ მგონია რომ რაღაცა კავშირი ამ ორ შორის არის.
მშვიდი ორსულობა მქონდა, ბევრს ვეფერებოდი, არ ვნერვიულობდი, ტკბილად მეძინა. ასეთივე ბავშვი მყავს ფაქტია.