ჰაი
ჩემი პირველი პოსტია მგონი აქ და არც თვალი მიდევნებია აქურობისთვის ამიტომ შეიძლება კიდეც ამოვვარდე კონტექსტიდან ...მაგრამ მაინც მგონია რომ აქ ზუსტად ის ხალხია შეკრებილი ვისაც ჩემი გაგება შეუძ₾ია
მოკლედ 2 წლის შექმნილი ოჯახი მაქვს, 30- სჩემტა ვარ უკვე (იდეაშ რა დიდი ჰასაკი კი ესაა)

და ჩემ ნაოპერაციებ საკვერცხეს კიდევ ერთხელ მოუწია ოპერაცია.. რაღაც პერიოდი არ შეიძლებოდა ორსულობა.მოკლედ მწვანე შუქი რო ამინთეს, უშედეგო მცდელობების მერე აღმოჩნდა რომ ანოვულაცია იყო...
სადღაც გულში ღრმად სულ მქონდა შიში რომ ვაიდა უშვილოო ვიყოთქო

ძაან უცნაური მომენტია, მე ვარ ესე თუ სხვებსაც ეკვიატებათ ხოლმე ესეთი აზრები არ ვიცი, ხოდა ეს უშედეგო მცდელობებიც რაღაცნაირად აისახა ჩემზეე, მსუბუქი შიდა ისტრეიკა მქონდა, ახლა რო ვფიქრობ ეს შფოთი დიწილად სულ იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც აი ასე დაუზარლად და აქტიურად მათვალიერებს მუცელზე და მეუბნება -პაწუას არ ელოდებით?

და თან გამომცდელი სახით რომ გაკვირდება,ე მანდ რამე ხომ არაა საინტერესო ჩემს თავს...ან კიდე კომენტარები, კაი კი სწავლა და მოგზაურობა, მარა ბავშვი გინდათ დროზე

შე მამაცხონებულო, განა მე არ ვიცი რა მინდა დროზე?!
აი ნუ ასეთები ალბათ ყველასგაქვთ გამოცდილი და რაღაც მომენტშ ძაან გავჭედე და გავაგრესიულდი კიდეც..
ანტი მიულერი არც ისე ბრწყინავდა და ამან კიდე უფრო დამთრგუნა :/
მოკლედ ჯერ მითხრეს რო ხელოვნური არ გინდაო და დოსტინექსის და ოვიტრელი ფონზე ველოდები უახლოეს 8-10 დღეშ რა მოხდება..
რაღაცნაირად ვარ ,აი რო არ გინდა ძაან დიდი იმედები გქონდეს, თან ვერავის რო ვერ უზიარებ და ცქმუტავ :/
წინაზე ისეთი მკვეთრი სიმპტომები მქონდა,მეგონა ორსულად ვიყავი..თითქის ყოველჯერზე ესე ვარ და აი რაღაცნაირად ახლა თითქს ყველაფერი უნდა გამოვიდეს,მარა მეშნია რო არ გამოვა
ისეთი ხელმოცარულობის შეგრძნება მაქვს, მინდა სოც ქსელშ დავწერო რო 2 წლის გათხოვილისთის, თუნდაც 5 და 10 წლის გათხოვილისთის ასეთი კითხვების დასმა და ტვინი ღუნვა არაა საირო, ეგებ რა აწუხებს ადამიანს, ეგებ რა პრობლემის წინაშეა და თქვენი "კეთილოსურნეობა" და არამკითხე მოამბეობა ძააააან მოქმედებს

ანივეი

პ.ს. აქ ვიღაცას დადებითი ტესტი ედოოო,ხოდა არ ვიცი ვინ იყო მარა ძაან მაგარია, ვულოცააავ და ძაან იმედის მომცემია ჩემთვისაც