გამარჯობა გოგონებო.
იყო დრო ,ამ თემაში მეც ვწუწუნებდი და ველოდი წეროს. დღეს 2 ვაჯი მყავს , უკვე სკოლის მოსწავლეები

გგულშემატკივრობთ ყველას და რაზე დავპოსტე....
არ მჯერა მე ზოგადად ფიტოტერაპიის, ალბათ იმიტომ, რომ ექიმი ვარ პროფესიით, მაგრამ მინდა ჩემს მეგობარ ოჯახზე გიამბოთ. დაქორწინებულები არიან 7 წელია. ცოლი 42 წლისაა, ქმარი- 49 .
მტელი ეს პერიოდი ერთხელ დაორსულდა ქალი, ახალი დაქორწინებულები რომ იყვნენ. შემდეგ სად აღარ იმკურნალეს, ორივეს პრობლემები აქვთ. ინსემინაციაც გაიკეთა, მაგრამ წარუმატებლად.3 წელი გავიდა კიდევ და ორსულობა საერთოდ აღარ ჰქონია.
ბოლოს ვიღაც მამაომ ასწავალა ამ წყვილს ქერის და თაფლის ნახარშზე. მეც და კიდევჩემს ყველა ახლობელს , ვისაც ეს პრობლემა ჰქონდა, ვასწავლე და ყველას შვილი ჰყავსო.
მოკლედ ძალიან სკეპტიკურად კი ვუყურებდი , მაგრამ სანამ იმ ერთ კურსს მორჩებოდნენ 10 დღიანს(წანდილივით დასალევია) დაორსულდა ეს გოგო...
რა ვთქვა არ ვიცი......რაც გინეკოლოგები ვიცვალეთ,მე დავიღალე უკვე მათი შემხედვარე და თავად ხომ წარმოგიდგენიათ. მოკლედ თუ მაინც გადაწყვეტს ვინმე, რომ სცადოს. ზუსტად მივწერ პროპორციებს.
ვწერ იმიტომ, რომ მხოლოდ ქერი და თაფლია და არანაირი მავნებლობა არ აქვს.