გოგოებო, არ ვიცი თქვენგან რისი მოსმენა მინდა, მაგრამ მაინც დავწერ...
რამდენიმე დღის წინ დავწერე თუ გახსოვთ, 19 რიცხვში (ციკლის მე-12 დღეს ) გავიკეთე ინსემინაცია. (სტიმულაციით) მას მერე ვიკეთებდი პროგესტერონის სანთლებს 10 დღე. ექიმმა მითხრა სანთლებს რომ მორჩები 2 დღე თუ არ მოგივა გადაამოწმე ტესტიო. მეც გადავამოწმე საღამოსაც , დილასაც. მაგრამ უარყოფითი იყო (ბიბი ტესტიც და ჩვეულებრივიც) ხელი ჩავიქნიე , თან პი-ემ-ეს სიმპტომებიც დამეწყო

მაგრამ მას მერე 2 დღეა ისევ არ მომივიდა ციკლი.
კალენდრის მიხედვით 7 ში ველოდები ციკლს, თუმცა ვფიქრობ რომ ვინაიდან ოვულაცია ხელოვნურად დროზე ადრე მოვახდინეთ ციკლიც უფრო ადრე უნდა მომივიდეს რამდენიმე დღით.
მაგრამ ძალიან დავიბენი. არც იმედი მინდა გამიჩნდეს ტყუილად, ტესტის გაკეთებაც მეშინია . ეს მუცელიც ამტკივდება ... მერე გადამივლის.. რო მგონია აი მომივიდა, აღმოჩნდება რომ არა... რა ვქნა არ ვიცი, ჩავაბარო ხეგე თუ დაველოდო 7 რიცხვს
რა საშინელებაა ეს ლოდინი!
პ.ს. ზოგადი სტატისტიკიდან გამომდინარე დიდი იმედი არ მქონია მაინც ინსემინაციის, მიუხედავად იმისა რომ ექიმმა დიდი შანსიაო. ინ ვიტროს ვგეგმავ და ეს თვე ტყუილად მეკარგებოდა და ყოველი შემთხვევისთვის ვცადე, მაგრამ როგორც ყველა ქალის შემთხვევაში ჩემთვისაც ყველა მცდელობა კიდევ ერთი იმედია . (სადღაც ცოტათი მაინც მეგონა რომ გამოვიდოდა)