შენ ჩემი უნდა იკითხო

ეგრე ვითვლი მეც
ჩემი 3200 დაიბადა.ახლა 7 -ის ხდება ხვალ და 9კილომდეა. არადა 3თვის იყო 7.400. მერე რაც იზრდებიან უფრო ანელებენ მატებას.ასაკის მიხედვით წონას და სიმაღლესაც უსწრებს.
3-4თვემდე მუცელი სტკიოდა და ჭირვეულობდა ხშირად.ახლა ძაან დამჯერი გოგოა
უყვარს ძილი.დილით 9-ზე იღვიძებს ჭამს, 1საათში აივანზე გავდივართ და იძინებს 1-1.5სთ
ყველა ჭამის მერე შუალედებში იცის ძილი
იძინებს თავის საწოლში
არ უყვარს ხელში აყვანა დიდხანს,თითქოს არაა კომფორტულად და ითხოვს დავაწვინო.
თავიდანვე ვეცადე ხელში არ მიჩვეულიყო და დღის მანძილზე გადაბმულად 1საათიც არაა ხელში
ხან საწოლში, ხან ბაუნსერში,ხან მანეჯში ,ხან დივანზე მივაგორებ და ასე ერთობა სულ არ ითხოვს აყვანას.
ეხლა უკვე დიდია და ტრიალდება რა თქმა უნდა თავისით, აი პატარა როცა იყო მეცოდებოდა იღლებოდა წოლით და ვცდილობდი პერიოდულად ხელშიც მყოლოდა.
რაც შეეხება კვებას. კარგი წონა აქვს ასაკთან შეფარდებით.კარგი მატება ჰქონდა პირველ 3თვეს უფრო.
5თვემდე მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე იყო.
დამატებას მეც 6თვიდან მეუბნებოდა პედიატრი ,მაგრამ აღარ მქონდა იმდენი რძე, ხელოვნური არაფრით არ მიიღო, რომელი აღარ ვცადე. მერე იმდენი ვეწუწუნე პედიატრს ბოსტნეულის პიურე დავამატეთ. 5თვიდან,მერე ფაფებიც ოღონდ ურძეო.ვერ იტანს რძეს,ღებინენა ჰქონდა ხელოვნურს როცა ვასინჯებდი. გავუკეთე ანალიზი.ალერგიული არაა მაგრამ აუტანლობა აქვს და იგივე სიმტომით ვლინდება. წლამდე ვერც გავასინჯებ რძიანს ვერაფერს.
სპეციალირი რძე ვიყიდე ეხლა და ცოტას ვურევ ფაფებში რომ გემო არ ჭარბობდეს თორე ეგრევე იჯღანება
ბოსტნეულის პიურეებს ყველაფერს ჭამს ძაან უყვარს სულ ამმმნნნ ამმმნნნ იძახის როცა ეგემრიელება
ხილფაფებიდან მხოლოდ ვაშლს და ბანანს ვაჭმევ ჯერ.დღეში ერთ ქილას.
ეხლა სხვა ხილსაც დავიმატებთ.