NatiaGullხო მეც მასე, სულ ვიხედები თაკოს ამბებისთვის.
სოციალური ქსელები არ აქვს და ამიტომ არავინ იცის ისე მისი ამბები.
იცის რომ ველოდებით და შემოვა მალე კარგი ამბებით.
* * *
აუ გოგოებო ისევ მორიგი სასაცილო კითხვით ვარ, ალბათ უფრო გამოცდილები გამცემენ პასუხს, ვინც უკვე გააჩინა.
შევეცდები კარგად ავხსნა ამჟამად რა მაშფოთებს :დდდდ
მოკლედ ბოლო ექო გადაღებული მაქვს 36 კვირაზე, ბავშვი იყო 3 კილო.
ახლა 39 კვირაზე მისულს არ გადამაღებინა, დამიბარა 40 კვირაზე (4 მაისს) და მაშინ გადავიღებთო.
ჰოდა მანამდე რომ დამეწყოს დავუშვათ ამაღამ (ესეც მოსალოდნელიაო თან დამიდასტურა)
რომ მივალ ტკივილებით ან წყლებდაღვრილი, ექოს გადაიღებენ მაინც?
თუ შანსია რომ ისეც გამაქანონ?
რატო ვაცივდები ახლა ამ ექოს, ანუ დიდ წონაზე გადაწყვეტილი მაქვს რომ უარი ვთქვა ფიზიოზე, და ასე ფაქტის წინაშე და უკვე პროცესში მყოფი რას ვიზამ რა გონზე ვიქნები მოკლედ ძაან მეფიქრება რა.
მინდა საღ გონებაზე ვიყო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას
This post has been edited by nionia on 29 Apr 2020, 13:10