gogatakooაი დღეს უკვე სულ სხვა გოგო ხარ! ასე გააგრძელე

ცოტაც და მერე უფრო გაერთობი ხოლმე, რაღაც ახლებს დაამუღამებს ბავშვიც და შენც

მერე გაიპრანჭებით, კაი ამინდები გამოვა, ისეირნებთ შენ, შენი ქმარი და ბავშვი

რომ მკითხო ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გსიამოვნებსო,გეტყვი რომ აი ჩვენ სამნი რომ ვართ ერთად, ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე, ვაჩეს ჩაეძინება ხოლმე და მე და ჩემი ქმარი ათას რამეზე ვლაპარაკობთ

აი ესაა ჩემთვის ახლა ყველაზე საყვარელი დღეები. მალე მოვა შენთანაც, თან შენ ამინდებში გაგიმართლებს მალე ზაფხული მოდის
* * *
bbb5ნაჭუჭაზუსტად 1 თვეში ჩამოვიდა ჩემი ამანათი გოგოებო კარტერსიდან

ხვალ უნდა ავიღო.
* * *
აუ ახალბედა დედობაზე ბარემ ერთიც უნდა ვთქვა, 6 თვეზე მეტია რაც დედა ვარ და ჯერ გონება ისევ ოდნავ დაბინდულივით მაქვს))) თან მე ხო იცით საკმაოდ მარტივი გასაზრდელი ბავშვიც მყავს, 1 ღამეც არ გამითენებია, მაგრამ მარტო ძილზეც არაა თურმე.
სამსახურის საქმეებზეც ბოლომდე მობილიზებას ვერ ვახდენ, თან პოზიცია შემეცვალა და რაღაც ახალი გამოწვევები გვაქვს, მე კიდევ ის "ფრეშ მაინდ" რაც მქონდა რა დაგიმალოთ და ცოტა მაკლია

ჯერ ვერ ვარ ისევ იმ გონებით, რაც დედობამდე ვიყავი, ცოტა დაბინდულ-ბურუსული მაქვს მაინც

თან სულ კონცენტრირებული მაინც ბავშვის საქმეებზე ვარ და გონების გადართვა-გადმორთვა სამსახურის საქმეებზე, არც ისე მარტივია.
This post has been edited by narkozeli on 11 May 2020, 15:33