მოგესალმებით

პირველ რიგში, ყველას გისურვებთ ოცნების ასრულებას

ძალიან დიდი ხანია ვკითხულობ ფორუმებს , მაგრამ დღეს პირველად დავრეგისტრირდი, უთბილესი გარემოა მართლაც , სულ მინდოდა , რომ აქაურობის წევრი ვყოფილიყავი. წესები ძალიან კარგად არ ვიცი

ჰოდა, დამიდგა ისეთი მომენტიც , რომ დახმარება მჭირდება, არ მყოფნის ინფორმაცია, რასაც გუგლი მაძლევს , გადაკითხული მაქვს მთელი სტატიები და ამბები
გაურკვევლობაში და მოუთმენლობაში ვარ, მინდა გავიგო რა ხდება ჩემს სხეულში, მაგრამ ტესტი თავს იკლავს და არაფერს მეუბნება . მალე ფსიქოლოგი დამჭირდება .
პ.ს ცხოვრებისეულად მეტყობა, რომ ვნერვიულობ

იმდენი"ძალიან" მეწერა, ჩავასწორე
* * *
დავწერ ჩემს სატკივარს.
23 ში მქონდა ბოლო მენსტრუაცია, 4 დღე.
5 ში იყო აქტი (11შიც) . ოვულაცია , სავარაუდოდ ამ შუალედში იყო, ზუსტად არ ვიცი უბრალოდ ამ შუალედში 2 კილოგრამით მეტი ვიყავი.
13 ში მქონდდა ტკივილი და სულ რამდდენიმე წვეთი ვარდისფერი გამონადენი.
ციკლი დაახლოებით 32 დღიანი მაქვს.
გუშინ ვცადე ტესტები, დღეს უკვე გავუძელი ცდუნებას და აღარ.
მაგრამ ძალიან მიჭირს მოთმენა.
რადგან 5 აპრილს ლაპარასკოპია გავიკეთე უკვე წლობით უმკურნალებელ პოლიკისტოზზე.
ამდენი უშედეგო მედიკამენტოზური
მკურბალობისგან ნევროზი მაქვს და უზომოდ მეშინია ოპერაციის უშედეგობისაც.
რა ვქნა ,რა მომათმენს კიდევ 3 დღე.
* * *
ისე ჩემს ტესტს აწერია 3 დღით ადრე 97%. ვცადო ვითომ ? ვკვდები როცა 1 ხაზს ვხედავ.
ისე ის პატარა სისხლდენა მაგრად მაეჭვდბს , რა შეიძლებოდა ყოფილუყო , გარდა იმპლანტაციისა?
This post has been edited by DepressedDreamer on 19 Jun 2020, 23:45