adeline კი რათქმაუნდა სჭირდება, ზუსტად ეგ ვიგულისხმე , რა დონეზეც ინ ვიტროს სჭირდება მაგას ვიტამინებითაც იღებენ. დანარჩენი ხანგრძლივი და დროში გაწელილი მკურნალობა ჩემი აზრით სისულელეა. (სპერმაზე იმდენი ფაქტორი მოქმედებს, შეიძლება ათასი წელი იმკურნალოს კაცმა და არ დადგეს შედეგი და შეიძება პირიქით ერთ დღესაც გაიღვიძოს და ყველაფერი იდეალურად იყოს)
* * *
Glamurkaგამიგია რომ თურქეთში იაფია შედარებით. მაგრამ ვინმე უნდა გყავდეს იქ რომ გამოგიგზავნოს ყველანაირი წესის დაცვით

აი მე მაგალითად სულ ვაჟას ბოლოში რომ პატარა აფთიაქია იქ ვყიდულობ, შედარებით დაბალი ფასებია ვიდრე კლინიკაში, თვითონ ქეთიმ მირჩია გარეთ უფრო იაფია და იქ იყიდეო. მაგრამ რავიცი მაგას თუ იაფი ქვია მაინც იმხელა ფასებზე ავდივარ ყველა ჯერზე. ინოფოლიკს ვსვამ უკვე მესამე თვეა და ძალიან ძვირია ეხლა რომ მივალ უნდა ვკითხო იქნებ რამით ჩამინაცვლოს.